Apple-მა 15 მილიონი ახალი iPhone 3G შეუკვეთა

კომპანია Apple–მა მნიშვნელოვნად გაზარდაახალი iPhone 3G–ის შეკვეთა. FBR Capital Markets–ის ანალიტიკოსის, ქრეიგ ბერგერის სიტყვებით, კომპანიამ 15 მილიონზე მეტი ახალი და 2 მილიონი წინა თაობის ტელეფონი შეუკვეთა.

ანალიტიკოსის ვარაუდი iPhone–ის კომპონენტების მწარმოებლების გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. შეკვეთების ამგვარი ზრდა ძალზედ მომგებიანია მრავალი კომპანიისთვის, კერძოდ iPhone–ის კომპონენტების მწარმოებლებისთვის, მაგალითდ Broadcom–ისთის და Marvell–ისთვის.

ბერგერისვე აზრით, კომპანიამ 15%–ით გაზარდა iPod–ების შეკვეთა.