Greenpeace უკმაყოფილოა Apple-ით

დღეს Greenpeace-მა თავისი რეიტინგის „მწვანე ელექტრონიკის“ ახალი ვერსია გამოაქვეყნა. მასში ბევრად უფრო მკაცრი კრიტერიუმებია გამოყენებული. ორგანიზაციამ გაამკაცრა ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციის და მავნე ქიმიური ელემენტების გამოყენების მოთხოვნები. ამასთან, აწი სასათბურე აირების გამობოლქვის საწინააღმდეგო პროგრამებში მონაწილეობაც გაითვალისწინება.

ახალ რეიტინგში მხოლოდ ორმა კომპანიამ Sony Ericsson–მა და Sony–მა დააგროვეს 10 შესაძლებლიდან 5–ზე მეტი ქულა. კომპანია Apple რამდენიმე პოზიციით დაქვეითდა. მიზეზად ძველი კომპიუტერების დაბრუნების და გადამუშავების პრობლემები იქცა. კიდევ, კომპანია Apple–მა უარი უთხრა გრინფისს მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენაზე.

დადებით ფაქტორთაგან აღინიშნა Apple–ის პროდუქციაში მავნე, ტოქსიკური ელემენტების გამოუყენებლობა და ენერგიის ეკონომია.