O2-მა განბლოკილი 3G iPhone-ის ფასები გაავრცელა

კომპანია О2–მა, რომელიც Apple iPhone–ებს აწვდის გაერთიანებულ სამეფოს, მიუბმელი ტელეფონის ფასები გაავრცელა. £299.99 ეღირება 8 გბ–იანი 3G iPhone, £359.99 – 16 გბ–იანი 3G iPhone. ფასში შედის მობილური ქსელით და wi-fi–ს წვდომის წერტილებიდან მონაცემთა ულიმიტო გადაცემა. 6 თვის შემდეგ, კომპანიის მიერ მიწოდებული ამ პაკეტის ღირებულება თვეში £10 ეღირება.

ფასი სავსებით მისაღებია, მით უმეტეს, რომ 18 თვიანი სავალდებულო კონტრაქტიანი, სუბსიდირებული iPhone–ის ღირებულება £269.99–ს შეადგენს.