ვინ შეცვლის შეუცვლელს?

ბილ გეითსი ჩამოშორდა საქმეებს. ეგებ სტივ ჯობსისთვისაც დროა? ჯერჯერობით მაკ-მომხმარებლებისთვის ეს საშინელი სიახლის დარად ჟღერს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ხომ გარდაუვალია…

Fortune წერს მათ შესახებ, ვინაც შესაძლოა აიტაცოს სტივ ჯობსის თარჯი. ამ სტატიის სრული თარგმანი იხილეთ BizTimes–ზე.

დასახელებულია სტივ ჯობსის ტახტის 11 მაძიებელი. გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს. არის აშკარა აუტსაიდერი – ჯონათან აივი, რომელიც Apple–ში მაღალი თანამდებობის მიუხედავად, მაქსიმალურად გაურბის საჯაროობას და საეჭვოა დირექტორობას დასთანხმდეს.

აღნიშნული სტატია სულ მცირე წარმოდგენას გვიქმნის მათზე, ვინც არსებობს Apple–ში სტივის გარდა.