სტივენ ვოზნიაკი iPhone 3G-ის შესახებ

Apple-ის თანადამფუძნებელმა, სტივენ ვოზნიაკმა, უკვე მოასწრო ახალი ტელეფონის მოსინჯვა და თავისი აზრი გამოთქვა მის შესახებ.

„ცოტათი მოიმატა ვებ-გვერდების ჩატვირთვის სიჩქარემ. მომეწონა ჩადგმული GPS. მაგრამ ჩემი მრავალი ნაცნობი ჯერ არ აპირებს ახალ მოდელზე გადასვლას. ახალი ყოველთვის არ არის ძველზე უკეთესი. ახალი მოდელი ძველსას ძირითადად სჯობია Microsoft Exchange-სერვერებთან მუშაობის შესაძლებლობით.”

თვითონ ვოზნიაკი იმედს იტოვებს, რომ iPhone-ის ახალი მოდელი დაეხმარება Apple-ს მობილური ტელეფონების ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში.

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).