Apple გლობალურ განახლებას ამზადებს

კომპანია Apple-ი უახლოეს დროში ამზადებს პრაქტიკულად ყველა თავისი პროდუქტის განახლებას. ჟურნალისტებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე, Apple Special Event, სტივ ჯობსი გეგმავს მოყვეს მომავალ სიახლეებზე – iPod nano-ს ნანატრ ახალ მოდელზე, აგრეთვე – ახალ უცნობ მოწყობილობაზე multi-touch ეკრანით.

ამის შემდეგ კომპანია Apple-ი გეგმავს განაახლოს პორტატული კომპიუტერების მთელი ხაზი – ეს მოხდება ერთი თვის შემდეგ. ხმები დადის, რომ ახალი MacBook-ი ახალი ალუმინის კორპუსით იქნება აღჭურვილი, შეიცვლება აგრეთვე MacBook Pro-ც – უფრო მომრგვალებული გახდება.

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ MacBook Pro-ს შესაძლოა ექნება ახალი აკუმულატორი. აგრეთვე შესაძლებელი გახდება ხისტი დისკის შეცვლა.

და მესამე სიახლე – iMac კომპიუტერები. გარეგანი სახე არ შეიცვლება, მაგრამ ალბათ გაუმჯობესდება წარმადობა.