Apple ქმნის უცნობ მოწყობილობას სენსორული მართვით

და კვლავ ჭორები Apple-ის პროდუქტების შესახებ – ამჯერად ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple-ი ქმნის ახალ პლანშეტურ კომპიუტერს მონაცემების მულტისენსორული შეტანის საშუალებით.

პატენტში აღწერილია საშუალო ზომის პორტატული მოწყობილობა – დაახლოებით წიგნის ზომა. მოწყობილობა აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელიც მოწყობილობის მთელ ფართობს იკავებს ცალი მხრიდან.

აგრეთვე კომპანიამ Apple წარმოადგინა ამ მოწყობილობისათვის თავისი ოპერაციული სისტემის მოდიფიცირებული ვარიანტი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ გათვალისწინებული იქნება მოწყობილობის თითით მართვა. ამის გარდა, მომავალში მოწყობილობაზე შესაძლებელი იქნება მართვის სხვადასხვა ელემენტების გამოჩენა.