Categories
Apple ყველა სტატია

Psystar ადანაშაულებს Apple-ს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში

კომპანიამ Psystar-მა, როგორც ადრე აღნიშნა, შეეცადა გამოეყენებინა სასამართლო გარჩევაში ანტიმონოპოლიური მოტივები.

Psystar-ი აწარმოებს და ყიდის ე.წ. „მაკის კლონებს“ — PC-კომპიუტერებს, რომლებზეც შესაძლებელია Mac OS X Leopard-ის დაყენება. ამის გამო Apple-მა სასამართლოში უჩივლა Psystar-ს და დაადანაშაულა ეს უკანასკნელი საავტორო უფლებების დარღვევაში.

Psystar-ი თვლის, რომ Apple-ი არასწორია.

Psystar-ი აპირებს თავი დაიცვას და დაამტკიცოს, რომ Apple-ი იყენებს თავისი ოს-ის მიბმას საკუთარ აპარატურულ პლათფორმაზე, როგორც კონკურებტული ბრძოლის უკანონო საშუალებას.