ბლოგი ისევ მუშაობს!

4 თვე და 9 დღე… 129 დღე… 3 096 საათი… 185 760 წუთი… 11 145 600 წამი…

დროის ათვლა ნებისმიერი სახით შეიძლება, ვის როგორ ურჩევნია. ჩვენი ბლოგი ზუსტად ამდენი ხანი იყო გაჩერებული, თუ გნებავთ, გაყინულიც კი.

ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ომი, სამსახურში კატასტროფულად ბევრი საქმე, ჯანმრთელობის გაუარესება…

მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, 2008 წლის 4 სექტემბერს (ბლოგის დახურვის დღე), მე მივხვდი რომ მეტი ერთი ბწკარის დამწერიც კი არ ვიყავი. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, დგება მომენტი, როდესაც საყვარელი საქმე შეიძლება წამებად იქცეს. გამოსავალის ორი გზა არსებობს, ან უნდა გაეცალო, ან ნებისყოფის კატასტროფული დაძაბვის ხარჯზე კვლავ და კვლავ აკეთო ერთიდაიგივე, შედეგად საყვარელი საქმე სამუდამოდ შეგზიზღდება. მე პირველი ვარიანტი ვარჩიე და ვფიქრობ არ შევცდი.

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩვენი ბლოგი ანახლებს მუშაობას. ადრე, სტაჟიან მკითხველებს ემახსოვრებათ, ყოველ დღე 5 ახალი ჩანაწერი კეთდებოდა. ამიერიდან ცოტა სხვანაირად იქნება. ყოველდღე (შესძლოა რამდენიმე დღეში ერთხელ), დაიდება ან საავტორო სტატია, ან ცნობილი უცხოელი ავტორის სტატიის თარგმანი, რაღათქმაუნდა მაკის სამყაროს გარშემო. თუმცა არაა გამორიცხული, რომ სხვა პლათფორმებსაც გადავწვდეთ. მაგალთად ახალი წლიდან მოყოლებული სამსახურში აქტიურად ვტესტავ Windows 7-ს, Microsoft-ის ახალ პროდუქტს, რომელიც ყბადაღებული Vista-საგან განსხვავებით გაცილებით უკეთ გამოიყურება, ნაკლებ რესურსებსაც ჭამს და მიუხედავად ბეტა ტესტირების სტადიაში ყოფნისა, ნაკლებადაც “იქრეშება”. ;)

მაშ ასე, დავიწყეთ! :)

Still Alive ;)