FM-მოდული ახალ iPhone-ში?

ამ შაბათ-კვირის წინ ქსელში გამოჩნდა ახალი ინფორმაცია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ iPhone-ში გამოყენებული იქნება ჩიპი Broadcom BCM4329, რომელიც უზრუნველყოფს ტელეფონის მუშაობას 802.11n სტანდარტის ქსელებში და აგრეთვე შეამცირებას კვების ხარჯვას. ეს შესანიშნავია, მაგრამ ამის გარდა ეს ჩიპი უზრუნველყოფს FM-სიგნალის მიღებას და ტრანსლაციას.

აქედან კიდევ გამომდინარეობს ორი სასიხარულო ინფორმაცია. პირველი – FM-ტრანსმიტერები საჭირო აღარ იქნება. და მეორე – Apple-ი კიდევ უფრო ახლობელი გახდება Nokia-ს მოყვარულთათვის, რომლებსაც თავისი ტელფონი იმიტომ მოსწონთ, რომ მასში არის რადიო. თუ ინფორმაცია ჩიპის შესახებ სიმართლეა, საჭირო გახდება მარტო პროგრამული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

რას მივიღებთ შედეგად? როგორი გამოვა ახალი iPhone-ი? ინფორმაციის ნამცეცების შეერთებით გამოდის, რომ რაღაც ძალიან მხეცურ ტელეფონს მივიღებთ!!!