სტივ ჯობსი დაბრუნდება, რათა სამუდამოდ წავიდეს

Apple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი კომპანიაში დაბრუნდება ივნისში, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. ის დაიწყებს თავისი შემცვლელის ძებნას, რათა კომპანიიდან სამუდამოდ წავიდეს 2 წლის მერე. ასე თვლის ბარბარა კორტნი, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა სტივის დაბრუნება 1997 წელს რამდენიმე თვის სიზუსტით.

დაბრუნდება თუ არა სტივი ეფლში — ეს არის საკითხი, რომელიც ბევრს აღელვებს, მომხმარებლებიდან დაწყებული აქციონერებით დამთავრებული. გამომცემლობა Cult of Mac ცდილობს იპოვნოს პასუხი, თუმცა ამისათვის ბაზრის მონაწილეებს არ მიმართავს. ამის მაგივრად ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს დაუჯერონ ბარბარას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ 1985 წელს ჯობსმა დატოვა კომპანია და შექმნა ახალი NeXT. 1997 წელს, როდესაც ეფლი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ის უკან დაბრუნდა. ბარბარას აზრით, ეფლის უფროსი ივნისში დაბრუნდება, თუმცა კომპანიაში დიდხანს არ დაყოფს.

2003 წელს სტივს აღმოუჩინეს კუჭქვეშა ჯირყვლის სიმსივნე. დღემდე საკმაო წამრმატებით უმკლავდებოდა ამ დაავადებას. მაგრამ 2008 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ გაუარესება იწყო, რამაც წარმოშვა აუარებელი ჭორები. 2009 წლის იანვარში ჯობსმა განაცხადა 6 თვიანი ბიულეტენის აუცილებლობაზე. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტივს ღვიძლი გადაუნერგეს, ვინაიდან მისი ღვიძლი მთლიანად დეგრადირებული აღმოჩნდა. იანვრიდან დღემდე სტივი არსად არ გამოჩენილა.

ამასწინად ცნობილი გახდა, რომ ივნისში დაგეგმილ WWDC-ის კონფერენციას წაიყვანს ფილ შილერი და არა ჯობსი. ბარბარა კორტნის აზრით, ჯობსი კომპანიაში დაბრუნდება მცირე ხნით, არაუმეტეს 2 წლისა. ეს დრო საჭიროა მისი შემცვლელის მოსაძებნად. „კომპანიის შემცვლელისათვის გადაცემა უკვე დაიწყო. ვფიქრობ, არსებობს ასეთი პიროვნება, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ“, – აცხადებს კორტნი.

სავარაუდო შემცვლელად აქამდე ტიმ კუკი სახელდებოდა. ამ ეტაპზე ის ასრულებს სტივის მოვალეობებს. ბარბარას აზრით, ჯობსი ალბათ დაბრუნდება არა როგორც CEO. „სავარაუდოდ მისი როლი და თანამდებობა კომპანიაში განსხვავებული იქნება. ის ცდილობს გააკეთოს ისე, რომ კომპანია სულ უფრო ნაკლებად ასოცირდებოდეს მასთან. ბევრი დრო დასჭირდება ამისათვის? ვფიქრობ, რომ არა“.

კორტნიმ არ ისურვა ჯობსის ჯანმრთელობის დეტალური განხილვა. თუმცა მან გამოთქვა მოსაზრება, სტივის ჯანმრთელობის საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა. კონსულტაციების გაწევის 30 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბარბარა კორტნი ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იწინასწარმეტყველა 1997 წელს წტივის დაბრუნება.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.