სტივ ჯობსი ნახეს Apple-ის შტაბ-ბინაში

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრის შედეგად სტივ ჯობსთან, მას არ გასჩენია წარმოდგენა მასზე, როგორც ადამიანზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გვატყობინებს Wall Street Journal-ი. მიუხედავად იმისა, რომ ვოზნიაკს პირადპირ არ დაუსვამს კითხვა ჯანმრთელობის შესახებ, სტივის ხმა ისმოდა “ჯანმრთელად და ენერგიულად”.

სტივ ჯობსი ამჟამად შვებულებაში იმყოფება ჯანმრთელობის გაუაერესების გამო. ბიუკეტენი დაიწყო იანვარში, ხოლო უნდა დასრულდეს ივნისის ბოლოს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დამკვირვებელი უშვებს ვარაუდს, რომ კომპანიის მეთაური შეიძლება უფრო ადრეც დაბრუნდეს — მაგალითად, WWDC-ის კონფერენციაზე, რომელიც ივნისის დასაწყისში ჩატარდება.

ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა ვებ-საიტზე setteB.it საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. მათი მონაცემებით, ამ დღეებში სტივმა მოინახულა კომპანიის კრება ცენტრალურ ოფისში კუპერტინოში და საყვარელი მერსედესი კვლავ საკუთარ სადგომზე დააყენა. თვითმხილველთა სიტყვებით, ჯობსი ტრიუმფალურად შევიდა შენობაში ცენტრალური შესასვლელიდან და გადასარევად გამოიყურებოდა.

სტივ ჯობსი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ამერიკულმა სახლემწიფო ორგანოებმა გამონაკლისის სახით უფლება მისცეს ატაროს ავტომობილი სახლემწიფო სანომრე ნიშნების გარეშე. ნომრების მაგივრად შტრიხ-კოდი გამოიყნება.

წყარო: iXBT.com