iTunes 8.2 და Jailbreak

ამ ღამით Apple-მა გამოუშვა iTunes-ის განახლება, ვერსია 8.2. მრავალ გაუმჯობესებათა და iPhone OS 3.0-ის მხარდაჭერის შორის აგრეთვე სრულად შეიცვალა „ტელეფონებთან ურთიერთქმედების მეთოდი“. ამ მომენტისათვის ახალი iTunes-ი არაკორექტულად მუშაობს ციხიდან გაქცეულ აიფონებთან.

გირჩევთ ჯერ-ჯერობით თავი შეიკავოთ განხლებისაგან.


Comments

2 responses to “iTunes 8.2 და Jailbreak”

  1. სანამ წავიკითხავდი ამას, მანამდე "მოვასწარი" 8.2.0 ვერსიაზე ასვლა. სასწრაფოდ გამოვძებნე გამოსავალი და "ჩამოვქვეითდი" ისევ 8.1.1 ვერსიამდე. ვისაც იგივე პრობლემა გაქვთ, აგერაა ბრძანება, რომელიც ტერმინალში უნდა გაუშვათ და მერე დააყენოთ 8.1.1 ვერსია:

    sudo rm -rf /Applications/iTunes.app /System/Library/PrivateFrameworks/DeviceLink.framework /System/Library/Extensions/AppleMobileDevice.kext /System/Library/PrivateFrameworks/iTunesAccess.framework /System/Library/PrivateFrameworks/CoreFP.framework /System/Library/PrivateFrameworks/MobileDevice.framework

    არ დაიბნეთ, ერთი მთლიანი ბრძანებაა. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ iTunes-ის ბიბლიოთეკის ფაილები (iTunes Music Library.xml და iTunes Library.itl) უკვე 8.2 ვერსიის იყო და მომიწია მათი ჩანაცვლება შენახული ასლებით. თუ ვინმეს არ გაქვთ 8.1.1 ვერსიის საინსტალაციო პაკეტი, შემატყობინეთ

    1. მშვენიერია ჰეისან-ბატონო!
      ვისაც დასჭირდება, ეგრევე აქ ნახავს! :)