ირბისის გამოსვლა

ხშირად მისვამენ კითხვას (ფორუმზეც ხშირად ისმის ეს კითხვა) – გამოვა თუ არა ამ ზაფხულს Snow Leopard-ი (ირბისი), Mac OS X-ის ახალი ვერსია? სიტუაციას ამძაფრებს WWDC კონფერენცია,რომელიც სულ რამდენიმე დღეში ჩატარდება სან-ფრანცისკოში – ამ კონფერენციაზე როგორც წესი ხდება ახალი პროდუქტების წარმოდგენა.

რატომღაც ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ივნისში საბოლოო ვერსია გამოვა. იმედები უნდა გაგიცრუოთ მეგობრებო, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება final developer release Snow Leopard.

Apple-მა დიდი ხანია განაცხადა, რომ ირბისი (მისი ნომერი სავარაუდოდ იქნება 10.6) ევოლუციური პროდუქტი იქნება. ლეოპარდში ბევრი ნოვაცია იქნა ჩადებული. ეხლა მოვიდა დრო, რათა ყველაფერი ერთიან ნიშნულზე მივიდეს. ამიტომაც რაიმე განსაკუთრებულ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ, ძირითადში ქვედა დონეზე იქნება სიახლეები და არა სამომხმარებლო დონეზე. დადის ხმები, რომ მომხმარებლებისათვის ყველაზე შესამჩნევი მომენტი იქნება აპლიკაციების ინტერფეისის უნიფიკაცია, ვინაიდან 200 წელს Aqua-ს გამოსვლის დღიდან დაგროვდა სტილების რაღაც რაოდენობა, ერთმანეთთან შეუსაბამო. ვფიქრობთ, ამ ყველაფრის უნიფიკაცია სწორედ რომ ირბისში მოხდება. ეხლა ვადებს რაც შეეხება. ვფიქრობ, ამ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ირბისის არაფინალური ვერსია, არამედ დეველოპერების ვერსია, რომელშიც უკვე იქნება ჩამოყალიბებული ახალი ფუქნციების სრული ნუსხა. ყველა დეველოპერი რათქმაუნდა მიიღებს დისკს ამ ვერსიით, ასე რომ რამდენიმე დღეში ტორენტებზე დაიყრება. ამის შემდეგ დაიწყება მზადება რელიზისათვის – დეველოპერები დაიწყებენ ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, თავიანთი აპლიკაციების განახლებას, ინტერფეისის განახლებას, ხოლო Apple-ი თავის მხრივ დაიწყებს სისტემის ტესტირებას, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას შეცდომები. ამაზე სავარაუდოდ 2-3 თვე იქნება საკმარისი, პლუს ამას სამიოდე კვირა დისკების ფიზიკურ ბეჭდვაზე და საერთოდ სასაქონლო სახის შექმნაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ირბისის ოფიციალური გამოსვლა სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს სექტემბერში. თეორიულად მისი გამოსვლა უნდა მოხდეს Windows 7-ზე უფრო ადრე, რომელიც ოქტომბერში გამოდის. სხვათაშორის, მე მგონი, რომ ახალ აიფონებს მიმდინარე კონფერენციაზე არ აჩვენებენ – ჯობსი კომპანიაში დაბრუნებას ივნისის ბოლოს აპირებს. შესაბამისად მოეწყობა ე.წ. Special Event-ი სადაც სტივი პირადად წარმოადგენს ახალ iPhone-ს და გამოაცხადებს გაყიდვების დაწყებას.