iPhone-ს სულში ნუ ჩახედავთ!

შეეკეითხეთ Apple-ს თუ რა დევს აიფონის შიგნით და ისეთ სახეს მიიღებს, ვითომცდა საუბარი რაიმე შავ ყუთზე მიდის, რომელშიც ჯადოქრობები ხდება ელფების დახმარებით.

ცოტათი ვაჭარბებ, მაგრამ ძიერ არა. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: როდესაც საუბარი იწყება აიფონზე, Apple-ს არ სურს, რომ მისი პროდუქტის აღწერა მოხდეს იმ ტექნიკური ენით, რომელსაც ვიყენებთ კომპიუტერების აღწერისას.

ეფლს მხოლოდ ის უნდა, რომ აიფონზე თქვენ იცოდეთ ერთი რამ – რომ S-ი ნიშნავს სისწრაფეს, თუ დავესესხებით ფილ შილერს, უფროს ვიცე-პრეზიდენტს – სისწრაფე პროგრამების გაშვებისას, სისწრაფე თამაშებში, სისწრაფე ფაილიების ჩამოტვირთვისას ინტერნეტიდან. და როგორ მიიღება ეს სისწრაფე? ჰმ, თქვენთვის განა სულერთი არაა?

არა, რათაქმუნდა ჩვენ საკმაოდ სწრაფად ვიგებთ აიფონის ტექნიკურ მახასიათებლებს. სულ რამდენიმე დღეში.

ჩვენ უკვე ვიცით თუ რაზეა აწყობილი აიფონები. აბა სასწრაფოდ მითხარით თუ რომელი მოწყობილობაა ყველაზე სწრაფი iPhone OS-ის ოჯახში? რათქმაუნდა iPod Touch-ი რომელსაც პროცესორი აქვს 532 მჰც სიმძლავრის, ხოლო iPhone 3G-ს – 412 მჰც.

მაგრამ ხალს ეს არ აინტერესებს. იცით რატომ? ეს ნორმალურია. იმიტომ რომ ეფლი მართალია – მომხმარებელთა უმრავლესობას არ აინტერესებს ასეთი ინფორმაცია.

აზრი იმაშია, რომ ისინი, ვინც უკირკიტებს ასეთი სახის ინფორმაციას – ეფლის ბაზრის მიკროსკოპიული ნაწილია. დიდწილად ეფლის სურვილი დამალოს ასეთი ტექნიკური დეტალები – არის გაგრძელება პროდუქტიულ-დიზაინერული ფილოსოფიისა.

ეფლს ძალიან კარგად გამოსდის პროდუქტების შექმნა, რომლებიც მოსწონთ მომხმარებლების უმრავლესობას, ვინაიდან კომპანიაში მთავარი ლოზუნგია დიზაინი და არა ინჟინერია. ტექნოლოგიური პროდუქტების დიდი ნაწილი იმდენად კარგი არ არის, როგორებიც უნდა იყვნენ, ვინაიდან მათ ქმნის ხალხი, რომლებსაც აქვთ ტექნიკური განათლება რათა შექმნან პროდუქტები. ამიტომაც ტექნიკური ასპექტები გამოდიან წინა პლანზე.

რამდენადაც რთულია პროდუქტი, იმდენად მეტი ტექნიკური ცოდნაა საჭირო, რომ იგი შექმნა. ცუდი ვებ-გვერდები იქმნება ხალხის მიერ, რომლებმაც იციან HTML და JavaScript-ი, მაგრამ არ ესმით თუ როგორ იყენებს ხალხი ინტერნეტს. ცუდი პროგრამები იქმნება ხალხის მიერ, რომლებმაც იციან თუ როგორ მუშაობს კომპიუტერი, მაგრამ მათ წარმოდგენაც არა აქვთ, თუ როგორ იქცევიან ადამიანები როდესაც კომპიუტერთან მუშაობა უნდათ. ცუდ მოწყობილობებს ქმნიან ადამიანები, რომლებიც მოწყობილობას ფორმას და ღილაკების განთავსების თავისებურებას უთანხმებენ დედა პლატის ფორმას.

Apple-ი – ეს ზუსტად ის კომპანიაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია ადამიანებზე, მომხმარებლებზე, ხოლო ტექნიკურ საკითხებს ინჟინრებს ავალებს ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე. თუკი iMovie ადვილად არედაქტირებს HD-ვიდეოს, არაა აუცილებელი იმის ცოდნა, რომ ამ მომენტში ხდება მისი ტრანსკოდირება Apple Intermediate Codec-ში. და ასეთი მაგალითი უამრავია.

ჩვენ, ტექნიკური განათლების ხალხს, გვსურს ასეთი ტექნიკური დეტალების ცოდნა. ეს ნორმალურია. მაგრამ ჩვენი უმცირესობის გულისათვის ეფლს არ სურს ტექნიკური ცოდნის არმქონე მოხმარებლების ტვინების არევა.

კი, თქვენც და მეც ვიცით, რომ ეს მოწყობილობები – პატარა კომპიუტერებია. და საერთოდ, აიფონის გამოთვლითი სიჩქარე ისეთივეა, როგორც 2000 წელს გამოშვებული მაკ-კომპიუტერისა. მაგრამ როგორც კი ეფლის თანამშრომლებს გაუბამ საუბარს ტექნიკურ მახასიათებლებზე, ისინი მაშნათვე შეცვლიან ფირფიტას. იმიტომ რომ ეფლის მიზანია გამცნოთ არა აიფონის ტექნიკური წვრილმანები, არამედ მხოლოდ ის, რომ S უბრალოდ ნიშნავს Speed-ს. და მეტი არაფერს.