რა საერთოა OS 10.6-სა და OS 8.5-ს შორის?

შემოდგომაზე ღირშესანიშნავი ამბავი მოხდება. თუმცა, ეს ფაქტი იმდენად ღირშესანიშნავი არაა iMac-ის და MacBook-ის მფლობელებისათვის, როგორც ახალი ოს-ის დაყენება.

საქმე იმაშია, რომ ირბისი, Mac OS-ის ახალი ვერსია, ისევე როგორც თავის დროზე Mac OS 8.5, თავისი გამოსვლით აღნიშნავს წინა თაობის პროცესორების საბოლოო დასამარებას. როგორც 1998 წელს, როდესაც ეფლი დაემშვიდობა 680×0 ტიპის პროცესროს, ასევე ეხლაც სამუდამოდ წყდება PowerPC პროცესორის გამოყენება.