სტივ ჯობს ღვიძლი გადაუნერგეს

Wall Street Journal-ი იუწყება, რომ Apple-ის გენერალურ დირექტორს, სტივ ჯობს, რომელიც იანვრიდან ბიულეტენზე იმყოფება, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს. ავტორიტეტული გამომცემლობა ამ ინფორმაციას აქვეყნებს როგორც გაქტს და არა როგორც ჭორს, შესაბამისად შეგვიძლია ვენდოთ.

გაზეთის მონაცემებით, ოპერაციამ, რომელიც ჩატარდა ტენესის შტატში, წარმატებით ჩაიარა, გამოჯანმრთელების პროცესიც კარგად მიდის და სტივი სამსახურშდ აბრუნებას შეძლებს როგორც ადრე იყო დაგეგმილი ივნისის ბოლოს. თუმცა საწყის ეტაპზე ვერ შეძლებს სრული დატვირთვით მუშაობას.

ექსპერტების აზრით, ღვიძლის გადანერგვის მიზეზი შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირყვლის კიბოს, რომლისგანაც ჯობსი განიკურნა 2004 წელს, გადასვლა ღვიძლზე. პაციენტების რიცხვი, რომლებსაც ასეთი გადანერგვის შედეგად შეუნარჩუნეს სიცოცხლე, საკმაოდ მაღალია.

წყარო: Wall Street Journal