Categories
Apple ყველა სტატია

ჯობსის გამოსამშვიდობებელი დაბრუნება

ჩვენ ვაგრძელებთ სტივის გარშემო საკითხების განხილვას. ამ კვირაში ეფლმა ოფიციალურად გამოაცხადა ჯობსის სამსახურში დაბრუნების შესახებ. მართალია თავიდან მას არ შეეძლება სრული დატვირთვით მუშაობა, მხოლოდ დღეში რამდენიმე საათით.

აი დევიდ სობოტა თვლის, რომ ჯობსის დაბრუნება მცირეხნიანია, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ მისცემს მას საშუალებას სრული დატვირთვით იმუშაოს, ისე როგორც ადრე. მოდით გავეცნოთ დევიდის სტატიას:

სტივ ჯობსის ენერგიაზე და ყურადღებაზე ლეგენდები დადის. მე მახსოვს, საკმაოდ დიდი ხნის წინ ვემზადებოდი შეხვედრისათვის, სადაც შესაძლოა რომ სტივიც იქნებოდა. ვიღაცამ თქვა, რომ ის ილაპარაკებდა iMovie-ზე, მიუხედავად იმისა, უნდოდათ ეს მსმენელებს თუ არა. ჰო, სხვათაშორის ეს იყო კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრა.

თუმცა კლიენტებს ნაკლებად აინტერესებდათ iMovie. ისინი თუნდაც იმით იყვნენ გახარებულები, რომ სტივი საერთოდ მოვიდა ამ შეხვედრაზე. ახლაც დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. ჩვენ იმით ვართ გახარებულნი, რომ სტივი დაბრუნდა და იმას გააკეთებს, რაც უნდა.

რეალობა ისეთია, რომ სტივიც კი არ არის უკვდავი. მისი ამასწინდელი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციამ მას ეს შეახსენა. მეც ხალხის იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომლესაც გაუხარდსა მისი დაბრუნება. თუმცა ვხვდები, რომ ის უკვე ვეღარ შეძლებს იმ ენერგიის გამოვლინებას, რაც ადრე შეეძლო.

გასაგებია, რომ არ ავიღებ ინტევიუს სტივისაგან მისი ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ რომ შემეძლოს პირველ რიგში დავინტერესდებოდი, ხომ დაუშრა ენერგია ტექნოლოგიებთან მიმართებაში? ბოლო-ბოლო სტივიც კი უნდა შეშფოთდეს საკუთარი ჯამნრთელობის შესახებ. კვლავ შეუძლია თუ არა მას იყოს ფოკუსირებული პროდუქტებზე, როგორც ადრე?

მე მგონია, რომ ეს მისთვის ძალიან ძნელი იქნება.

ამ ეტაპზე, მე მგონია რომ იმ დროს, რასაც სტივი დაუთმობს ეფლს ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი მადლობელნი დავრჩეთ მისი. 10%-ით დატვირთული სტივი მეტია, ვიდრე მრავალი ადამიანი 100%-ით დატვირთული.

კიდევ რაც შეეხება ტიმ კუკს. ეფლი მშვენივრად მუშაობდა სტივის გარეშე. ტიმმა გვაჩვენა, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია კომპანიის მართვა. საერთოდ ტიმი უკვე მრავალი წელია დაკავებულია კომპანიის ყოველდღიური მუშაობით. სტივის არყოფნამ მას მცირედი თავისუფლებაც კი დაუმატა. ის ნამდვილად ყველაფერს შეუცდომლად ასრულებს.

ინდუსტრიაში პორტატულ კომპიუტერებზე ფასების ვარდნაზე დაგეგმილი პასუხი ეფლის მხრიდან ტიმის ტიპიური ნაბიჯია. ის მიჩვეულია „მოარგოს“ საკითხები იმდენად, სანამ არ გამოვა სასურველი შედეგი. ტიმ კუკი – ზუსტად ისაა, ვინც Apple-ს სჭირდება ამ ეტაპზე.

და ვინაიდან ვერავინ ვერ შეძლებს სტივ ჯობსის კომპანიიდან წასვლის ეფექტის გაზომვას, მგონია, რომ ის უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ჩვენ ეს ადრე გვეგონა. შესაძლოა, რომ სტივი კიდევ რაიმეს გვიჩვენებს წასვლამდე, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩვენთვის უარესი იქნება, თუ სტივის რაიმე სიახლე აღარ მოხვდება მისი ტვინიდან Apple Store-ში.

ყველამ ვიცით, რომ ეფლს არასდოს აკლდა იდეები და სირთულე ყოველთვის იყო საუკეთესოს ამორჩევაში. გამოჩნდება კი სხვა ადამიანი, რომელიც ამას სტივზე უკეთ შეძლებს? პასუხი – ალბათ არა, მაგრამ განა ეს ნაშნავს იმას, რომ ეფლს ვარდნა ემუქრება მომავალში? ესეც ნაკლებ შესაძლებელია.

რაღაც მომენტში სტივი, რომელმაც დატოვა ეფლი ან მცირედი ძალით მუშაობს, შეიძლება კარგი იყოს ეფლისათვის. ამ კომპანიიდან თავის დროზე მრავალი ჭკვიანი ადამიანი წავიდა. მგონია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას შეუძლია ცოტათი მაინც „გაიხსნას“. მგონია, რომ ტიმ კუკს ესმის, რომ ის არ არის და ვერც იქნება გურუ. ეს კიდევ ნიშანავს იმას, რომ ეფლში მეტი სივრცე იქნება დამატებითი ტალანტებისათვის.

შეძლებს ეფლი ზრდის ტემპების შენარჩუნებას? ვფიქრობ, კი. სერიოზულად მეეჭვება, რომ Windows 7-ი შეიძლება გახდეს ეფლისათვის საშიშროება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეფლი თანდათანობით ასწორებს ფასების საკითხს. ხოლო ასეთი თანდათანობითი ნაბიჯები, ზუსტად რომ ტიმის სპეციალიზაციაა.

ეჭვი მაქვს, რომ ეს არის სტივის საბოლოო გამოჩენა ეფლში. დაუბრუნდა ის კომპანიას რამდენიმე თვით, ან წლითაც კი, თუ არა — მნიშვნელობა არა აქვს. ვფიქრობ, მოვიდა დრო ვთქვათ, რომ ეფლი გადარჩება და შესაძლოა გაძლიერდება კიდევაც სტივის პენსიაში გასვლის შემდეგაც.

წყარო