სტივი დაბრუნდა!

Steve Jobs
Steve Jobs

Apple-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი სამსახურში დაბრუნებიდან პირველად გამოჩნდა სპეციალურ ღონისძიებაზე.

ჯობსს, რომელიც გუშინ პრესისათვის გამართულ ღონისძიებაზე It’s Only Rock and Roll მთავარი მომხსენებელი იყო, დამსწრეები მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ. Apple CEO მუშაობას ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს შეუდგა, თუმცა თავიდან შემცირებული გრაფიკით მუშაობდა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გვერდით ვიმყოფები, – განაცხადა სტივ ჯობსმა სცენიდან. – როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, ხუთი თვის წინ მე გადავიტანე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ახლა მე ავტოკატასტროფაში დაღუპული 20 წლის ახალგაზრდის ღვიძლის მაქვს. მან გულუხვობა გამოიჩინა, როდესაც თავისი ორგანოების გადანერგვის უფლება მისცა. მე ცოცხალი ვარ მისი გულუხვობის გამო. იმედი მაქვს, რომ ყოველი ჩვენგანი შეძლებს იყოს ასეთი გულუხვი. მინდა მადლობა გადავუხადო Apple-ის საზოგადოებას თანადგომისათვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აგრეთვე მადლობა მინდა გადავუხადო ტიმ კუკს და ყველა დანარჩენს Apple-ში. მაშ ასე, მე ფეხზე ვდგავარ, მე დავრბუნდი Apple-ში და ვტკბები ყოველი წუთით, რომელსაც ასეთ ნიჭიერი ხალხის გვერდით ვატარებ შესანიშნავი ახალი პროდუქტების შექმნისას. ეს შესანიშნავია.