Macworld Apple-ის გარეშე

ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო, ამბობენ. მართალია ამჯერადაც ვერ მოვახერხე ამ გამოფენაზე მოხვედრა, მაგრამ მსოფლიო ქსელის საშუალებით ეს არ არის რთული (თუმცა უშუალო დასწრებას მაინც არაფერი ჯობია). საუბარია წლევანდელ  Macworld Expo 2010-ზე  მთავარი გმირის, Apple-ის გარეშე. მოდით ვნახოთ ფოტოები გამოფენიდან:

Macworld 2010
Macworld 2010

საინტერესოა — გამოფენის ლოგო, თარიღი და დევიზი ერთ ბანერზე და ერთ კადრში.

Macworld 2010
Macworld 2010

Moscone Center-ის სცენა ადრე დევიდ პოგის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე.

Macworld 2010
Macworld 2010

აგერ უკვე პრეზენტაციაც: პოგი პაროდირებს სტივ ბალმერის გიჟურ, გორილასებრ ხტუნვებს.

Macworld 2010
Macworld 2010

საგამოფენო სტენდების საერთო ხედი. იგრძენით მაშტაბი.

Macworld 2010
Macworld 2010

უფრო მსხვილი კადრი: Microsoft Macintosh Business Unit-ის სტენდი, უკანა ხედი. ოფისის მაკ-ვერსიას თქვენ უყვარხართ, აი თქვენ თუ გიყვართ ის? ;)

Macworld 2010
Macworld 2010

OmniGroup-ის მეთაური კენ კეისი თვალსაჩინოდ გვიჩვენებს მაკის ინტერფეისის დიად მომავალს.

Macworld 2010
Macworld 2010

ფოტოაქსესუარები Gorillapod-ისაგან — შტატივები, ფოტო-ციმციმები და სხვა. iPhone-ისათვის და არა მარტო.

Macworld 2010
Macworld 2010

მაკ-პრესის დიალოგი Apple-ის “არაოფიციალური” ბლოგის სტენდზე: მაიკ როუზი Tuaw.com-იდან ინტერვიუს ართმევს Macworld-ის ჟურნალისტს ჯეისონ სნელს.

Macworld 2010
Macworld 2010

Macworld-ის მთავარი წვეულება — Cirque du Mac. სცენის ზუსტად ცენტრში გამოფენის ორგანიზატორი პოლ კენტი. კლავიშებთან მჯდომი ადამიანი ძალიან წააგავს Macworld-ის გამომშვებ რედაქტორს ადამ სმიტს.

Macworld 2010
Macworld 2010