Apple-ის აქციონერთა კრება, ამჯერად სტივთან ერთად

ორი დღის წინ შედგა  Apple-ის აქციონერთა ყოველწლიური შეკრება, რომელიც მონაწილეტა შეფასებით იყო “სრულიად ჩვეულებრივი”.

დღის წესრიგში 3 საკითხი იყო – საცალო გაყიდვების ქსელის გაფართოება ჩინეთში, დაგროვილი ნაღდი აქტივების რეალური დანიშნულება და ეკოლოგიის საკითხები. მაშ ასე:

Apple Store ჩინეთში

მომავალში Apple-ი აპირებს გახსნას 25 ახალი მარაზია ჩინეთში. ზოგიერთი ინსაიდერი ამტკიცებს, რომ ეს მაღაზიები მწყობრში შევა უახლოეს 24 თვეში.

ორმოცი მილიარდი ნაღდი ფული

აქციონერთა კითხვაზე, თუ რისთვის არის განკუთვნილი ასეთი დიდი ოდენობის თანხა, სტივმა განაცხადა, რომ ასეთი თანხა მკვეთრად ამაღლებს “კომპანიის მართვის მოქნილობას საკუთარ ქმედებებში”. მოქნილობაში აღმასრულებელი დირქტორი გულისხმობდა შესაძლებლობას შეიძინოს ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორებიცაა Lala ან Quattro.

ეკოლოგია

ჯობსის მიერ გახმოვანებული პრობლემა ეკოლოგებთან უტყვი წინააღმდეგობისა – მტკიცედ მიიწევს უნარჩენო წარმოებისაკენ და ტოკსიკური მასალების გამოყენების შემცირებისაკენ, მაგრამ “მწვანეებისათვის” ესეც ცოტაა.

ბონუსი: სტივის ჯანმრთელობა

აქ უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ და მხოლოდ დამსწრეთა შეგრძნებებს: მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ Apple-ის მეთაური საუბრობდა და გამოიყურებოდა შესანიშნავად!

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.