2009 წელს Mac OS X-ის წილი გაიზარდა მესამედით

2010 წლის იანვრის მდგომარეობით ყოველი მეათე კომპიუტერი (10,9%) ინტერნეტში არის მაკი. ეს წესი ძრითადად ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედებს. პირველობას, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, კვლავაც იკავებს Windows-ი 86,8 პროცენტით.

ფარდობითი მაჩვენებლებით მაკის თითქმის 11 პროცენტი ნიშნავს წლიურ 29,4%  ზრდას და შვიდპორცენტიან მატებას დეკემბერთან შედარებით (ბოლო კვარტალში რეკორდული 3,36 მილიონი ცალი მაკი გაიყიდა).

ამასთან მაკსებს შორის ოს-ის პროცენტული განაწილებით ჯერ-ჯერობით ლიდერობს ლეოპარდი (52,1%), თოვლის ჯიქი მეორე ადგილზეა (27,3%), ხოლო მესამეზე ვეფხვი (17,2%). კიდევ 3 პროცენტზე ოდნავ მეტი აქვს მაკის ადრეულ ვერსიებს.


Comments

3 responses to “2009 წელს Mac OS X-ის წილი გაიზარდა მესამედით”

  1. გიორგი გერაძე Avatar
    გიორგი გერაძე

    30% ბაზარი დააკმაყოფილებს ეიფლს….
    არა სულ დამავიწყდა მაგ მონსტრებს არაფერი არ აკმაყოფილებს :D

    1. ფაქტია, რომ პაწარბლივით ვერასოდეს ვერ გახდება 87%-ის მფლობელი, მაგრამ დროთა განმავლობაში კი გავა 30%-ზე. ;)

  2.  Avatar
    Anonymous

    zustad eg avRniSne me ro gava 30 % -ze Tqo