Sosumi!

დაარქვით კომპანიას „Apple Computer“ და თქვენ ამით ძალიან გააბრაზებთ Beatles, რომელიც ფლობს სტუდიას „Apple Corp“. ემოციები ამ დროს უკანა პლანზე გადადის და იწყება სასამართლო გარჩევა, რომლისგანაც ერთადერთი გზა არსებობს: მრავალმილიონიანი ტრანში და პირობა რომ არასოდეს შეეხები მუსიკალურ ბაზარს.

ყველაფერი კარგად გრძელდება მანადე, სანამ არ გადაწყვიტავთ, რომ თქვენ ოპარაციულ სისტემას სჭირდება MIDI-ფორმატის დამატება. ეს სიგნალია, რომ აპირებთ მუსიკალურ ბიზნესში შეჭრას, შესაბამისად აღმოაჩნეთ, რომ კვლავ სასამართლოში გიკრეს თავი. კიდევე რთი მრავალმილიონიანი ტრანში და კვლავ მხარეები წყნარდებიან.

ამ ისტორიაში არის პოზიტიური მომენტიც მაკისტებისათვის. გრძნობდა რა იურიდიული განყოფილებიდან ზეწოლას პროგრამისტი ჯიმ რიკსი, მან შეცვალა სისტემური ხმის დასახელება „xylophone“-იდან სიტყვაზე „sosumi“. და მართალია თვითონ რიკსი არაერთხელ იძახდა, რომ ეს ასეთი იაპონური სიტყვაა, არავისთვის საიდუმლოდ არ რჩება სიტყვის რეალური მნიშვნელობა: sosumi = So Sue Me („მიდი აბა მიჩივლე სასამართლოში“).

ეს ერთ-ერთი მაგალითია ჯანსაღი იუმორისა ეფლის მხირდან.

სხვათაშორის, ეს ტერმინი ეფლში დღესაც გამოიყენება. ასე არის დასათაურებული CSS სტილის კლასი, რომლითაც გამოიყოფა იურიდიული ხასიათის ინფორმაცია:

<p class=”sosumi”>Copyright © 2010 Apple Inc. All rights reserved.</p>