ჟურნალ-გაზეთები „ჩალიჩობენ“ საკუთარი პროდუქციის iPad-ვერსიების გამოშვებაზე

Wall Street Journal-ი (აშშ) და National Public Radio (აშს) იტყობინებიან, რომ გადაწყვეტილი აქვთ გადაამუშაონ საკუთარი ვებ-გვერდები და გახადონ iPad-თან მაქსიმალურად თავსებადი. სერვერი გამოიცნობს მოწყობილობის ბრაუზერს (ეს მარტივია) და ავტომატურად მიაწვდის შიგთავსის საჭირო ვერსიას. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება აღვიქვათ როგორც ნიშანი იმისა, რომ მასობრივი ინფორმაციების საშუალებებს სურთ ახალ ბაზრებზე შეღწევა მინიმალური დანახარჯებით. ანუ არ გამოუშვან სპეციალური აპლიკაცია App Store-სათვის. თუკი ახალი მოწყობილობა წარმატებული იქნება, ანალიტიკოსების ვარაუდით დაიწყება ამ პლათფორმისადმი ტოტალური ინტერსესის ზრდა.

საიტების ცალკეული ვერსიების შექმნის აუცილებლობა პრაქტიკულად არ არსებობს. თუკი iPhone-ის შემთხვევაში საუბარი იყო მცირე ეკრანზე, iPad-ის შემთხვევაში ეს მინუსი არ არსებობს. მეტიც, ახალი მოწყობილობის ეკრანი უკვე არსებული ნეთბუქების ეკრანების ტოლია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საჭიროა საიტების ცალკე ვერსიების შექმნა, Flash-ის არარსებობაა ამ პლათფორმაზე.