Windows Phone 7: მშვიდობით… copy/paste

მზად ხართ? მაშ ასე:

Microsoft-მა MIX10-ზე გამართულ კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომ WP7 Series-ს არანაირ შემთხვევაში არ ექნება… გაცვლის ბუფერი მხარდაჭერა, ანუ ჩვეულებრივი Copy/Paste!!! საკმაოდ ირონიულია ის, რომ ძველ Windows Mobile-ში ეს ფუნქცია უხსოვარი დროიდან იყო. რათქმაუნდა ყველაფერია შესაძლებელი და კომპანიის თანამშრომლები უკვე ამბობდნენ, რომ პლათფორმის პირველ ვერსიაში რაღაც მომენტები ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. ასე რომ არც კი იოცნებოთ, რომ პირველი ვერსიის ტელეფონებში შეძლებთ რაიმეს კოპირებას ან ჩასმას.

Microsoft-მა უკვე 100%-იანად და მყარად დაადასტურა, რომ WP7 Series არ ექნება კოპი/პასტე. ტექსტთან მუშაობის API-ში გათვალისწინებულია მონაცემთა ამოცნობის სერვისი (data-detection), რომელიც ამოიცნობს ტელეფონის ნომრებს და მისამართებს და როგორც პაწარბილმა განაცხადა, თურმე მომხმარებელთა უმრავლესობას, მათ შორის Office-ისაც, არ სჭრიდებათ გაცვლის ბუფერი (sic!!!).

ჩემი მხრიდან დავამატებ. ძალიან კარგად მახსოვს 2007 წელს, როდესაც აიფონის გაყიდვები დაიწყო და მასაც არ ჰქონდა გაცვლის ბუფერი, პაწარბილელების ისტერიული კივილი და ქირქილი ამის შესახებ. აბა, ახლა რას მეტყვით ჩემი პაწუკებო და რბილუკებო? :)))