Amazon გაწყვეტს ხელშეკრულებებს „მოღალატეებთან“

კომპანია Amazon-მა, რომელიც ფლობს საკმაოდ ბევრი წიგნის ვაჭრობის უფლებას, განაცხადა (მართალია ირიბად) რომ ყველანაირად შეებრძლება iBookstore-ს, რომლის გახსნაც სურს სტივ ჯობს. ამ სიახლემ, რათქმაუნდა არავინ არ ჩააგდო შოკში და არც კი გააკვირვა. ცოტა უცნაური ჩანს მეთოდები, რომლის გამოყენებასაც გეგმავს ეს კომპანია.

კერძოდ, Amazon-ი გაწყვეტს ყველანაირ ურთიერთობას იმ გამომცემლობებთან, რომლებიც თუნდაც დაფიქრდებიან ახლად გახსნილი სერვისისადმი გახედვას. თუმცა ეს წესი ყველაზე არ ვრცელდება. მსხვილ გამომცემლობეს ეს არ ეხება, მათთან კომპანია თანამშრომლობას განაგრძობს ნებისმიერ შემთხვევაში. აი წვრილებს კი დაერევა.

ასეთ დასკვნამდე მივყავართ იმ არასასიამოვნო შემთხვევას, რომელიც თავს გადახდა ერთ პატარა გამომცემლობას, რომლესაც ამაზონმა კატეგორიულად აუკრძალა iBookstore-ში შიგთავსის განთავსება.