დაბადების დღეს გილოცავ, Mac OS X!

ზუსტად 9 წლის და 1 დღის წინ, 2001 წლის 24 მარტს, კომპანიამ კუპერტინოდან წარმოდგინა ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.0 Cheetah. თუ რატომ დაარქვეს ოს-ს ავაზა, არავინ არ იცის, მაგრამ სისტემის ყველა მომდევნო ვერსიასაც ასევე კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა სახელები ჰქვიათ.

Mac OS X Birth Day
Mac OS X Birth Day

სისტემას საფუძვლად ედო ნადვილი UNIX-ი და კომპანია NeXT-ის ტექნოლოგიები, რომელიც Apple-მა შეიძინა 1997 წელს. ყოველი მომხმარებელი პოულობდა რაღაცას თავისთვის, რაც მისთვის საინტერესო იყო. ვიღაცას მოსწონდა ის, რომ სისტემა UNIX-ზე იყო დაფუძნებული, მისი წარმადობა და უსაფრთხოება. სხვები მოიხიბლნენ ახალი დიზაინით.

Mac OS X Birth Day
Mac OS X Birth Day

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები Mac OS 9-სთან შედარებით: დაემატა საფოსტო კლიენტი Mail, ტექსტური პროცესორი SimpleText, მოგვინებით გადარქმეული TextEdit, PDF-ის მხარდაჭერა, სახელგანთქმული ორგანზომილებიანი Dock-ი, Aqua-ინტერფეისის პირველი ვერსია, XNU და მრავალი სხვა.

ოპერაციული სისტემა კომპაქტ-დისკზე იკავებდა სულ 288 მბაიტს. მაგრამ მასში ჩადებული იყო პროგრამისტების და დიზაინერების მუშაობის ათასობით საათი, ასევე Apple-ის მომავალი. ვინაიდან თუ სისტემა ჩავარდებოდა, კომპანია გაკოტრდებოდა ნადვილად.