iPad-ის დაშლა

როდესაც გამოდის Apple-ის ახალი პროდუქტი, რამდენიმე საათის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე ifixit.com-ზე, რათა ნახოთ ახალი მოწყობილობის შიგთავსი. iPad-ი გამონაკლისი არაა. ის სპეციალურად იყიდეს, რათა ბოლომდე დაეშალათ და ფოტოები დაედოთ ინტერნეტში.

iPad — iFixit
iPad — iFixit

სასიხარულო მომენტი აღმოჩნდა ის, რომ საჭირო არ გახდა iPad-ის გაცხელება (როგორც ეს ხდება Macbook-ებში), რათა შესაძლებელი გახდეს დისპლეის კორპუსიდან მოშორება. სახურავის მოშორების შემდეგ გამოჩნდა, რომ დეტალები შოგნით ფრიად ოსტატურადაა განლაგებული.

iPad — iFixit
iPad — iFixit

ასე გამოიყურება დედა-დაფა (logic board – ეფლის ტერმინოლოგიით):

iPad — iFixit
iPad — iFixit

Wi-Fi და Bluetooth-ი ჩასმულია დოკ-კონექტორის კაბელზე, ხოლო ზემოდან განთავსებულია საინტერესო ჩიპი, Broadcom BCM4329XKUBG Bluetooth with 2.1 + EDR and FM. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია FM-დიაპაზონის რადიოს მიღება.

iPad — iFixit
iPad — iFixit

ალბათ  Apple-მა რბილად გვაგრძნობინა, რომ ერთ-ერთ განახლებაში შეიძლება გამჩნდეს რადიოს მხარდაჭერაც.

iPad-ში არის ორი სპიკერი განთავსებული, მაგრამ გამოდის მხოლოდ მონი ხმა.

iPad — iFixit
iPad — iFixit

პლანშეტის უკანა ხუფზე დამაგრებულია აკუმულატორი.

iPad — iFixit
iPad — iFixit

ზედა ნაწილში განთავსებულია Wi-Fi-ანტენა.

iPad — iFixit
iPad — iFixit