მიკროკოდი 3.2 iPhone/iTouch-ისთვის არ გამოვა

დღეს ყველა დეველოპერისათვის ხელმისაწვდომი გახდა iPhone SDK 3.2-ს საჯარო ვერსია. ამასთან ერთად Dev Cemter-იდან მოაშორეს SDK-ს ძველი ვერსია (3.1.3). ბევრს ეგონა, რომ ეს იქნებოდა iPhone/iTouch-ისათვის 3.2 მიკროკოდის გამოსვლის მომასწავებელი. მაგრამ ეს შეცდომა აღმოჩნდა.

ჯერ ერთი, ახალ SDK-ში არ დაემატა “პატარა” მოწყობილობების მხარდაჭერა.

მეორეც, Dev Center-ში ნათქვამია, რომ: «iPhone OS 3.2 does not support iPhone and iPod touch devices. It runs only on iPad». თარგმანი მე მგონი საჭირო არ არის.

ვფიქრობთ, რომ 3.2 ვერსია iPhone/iTouch-ისათვის საერთოდ არ გამოვა – მათთვის პირდაპირ გამოუშვებენ მეოთხე ვერსიას ზაფხულში, როდესაც iPhone/iTouch-ის ახალი ვერსია გამოვა გაყიდვაში (ეს მოხდება 28 ივნისს WWDC-ზე).


Comments

One response to “მიკროკოდი 3.2 iPhone/iTouch-ისთვის არ გამოვა”

  1. aLkoHoL1k1 Avatar
    aLkoHoL1k1

    საინტერესო პოსტია ….