Categories
Apple ყველა სტატია

iPhone 4 — ვითომ ეს სიმართლეა?

Apple-ი სათუთად ინახავს საკუთარ საიდუმლოებებს და ამას საკამოდ წარმატებით ახერხებს. ალბათ, სხვა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო ამდენი ხანი საკუთარი პროდუქტების წარმოებისას საიდუმლოს დაცვა. რათქმაუნდა ხანდახან ხდება გაჟონვები, მაგრამ სრულ სურათს ისინი ვერ იძლეოდნენ.

iPhone 4 Leak
iPhone 4 Leak

მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა ის, რასაც შეგვიძია ვიწოდოთ ეფლიდან ინფორმაციის უდიდესი გაჟონვა მთელი ისტორიის მანძილზე. გაჟონა არა უბრალოდ ინფორმაციამ — არამედ მთლიანმა მოწყობილობამ.

როდესაც ინტერნეტში პირველი ფოტოები გამოჩნდა, ბევრმა უბრალოდ არც დაიჯერა, რომ მათზე გამოსახულია ზუსტად რომ ახალი iPhone. თავიდან უფრო დამაჯერებელი ჩანდა მოსაზრება, რომ ეს უბრალო ჩინური ნაკეთობაა, თუმცა მალე გასაგები გახდა, რომ ეს ასე არ არის.

ფოტოების ნამდვილობის პირველი დამამტკიცებელი საბუთი მიიღო ჟურნალისტმა ჯონ გრუბერმა, ბლოგიდან Daring Fireball. Apple-ის ანონიმურმა წყაროებმა აღიარეს, რომ ეს მოწყობილობა მართლაც ახალი თაობის აიფონია. გრუბერს მართლაც აქვს კავშირები კუპერტინოსთან, ამიტომ მისი დაჯერება შეიძლება.

მალე ამოტივტივდა თვითონ ფოტოები. მოწყობილობა სოლიდური ანაზღაურების საფუძველზე შეიძნა სხვა ტექნო-ბლოგმა — Gizmodo-მ. საიდან მოხვდა მათ ხელში ის?

iPhone 4 Leak
iPhone 4 Leak

18 მარტს ეფლის ინჟინერი გრეი პოუელი პატარა რესტორანში ატარებდა დროს და ლუდს წრუპავდა. მიზეზი ნადმვილად ჰქონდა — დაბადების დღე ჰქონდა ყმაწვილს. მან თან წამოიღო ტელეფონი, რომელიც ერთი შეხედვით iPhone 3GS-ს წააგავდა.

პიროვნება, რომელიც შედეგად შემთხვევით გახდა აიფონის პროტოტიპის მფლობელი, პოუელის გვერდით იჯდა. მას მერე, რაც ინჟინერი წავიდა ბარიდან, სიტუაციამ კომიკური სახე მიიღო. თუ ანონიმს დავუჯერებთ, მას მხარზე ხელი დაუტყაპუნა ვიღაცა შეზარხოშებულმა ტიპმა და მიუთითა გვერდითა სკამზე დარჩენილ აიფონზე, თუ ვისი იყო ტელეფონი. მიუხედავად ანინიმის მცდელობისა უერყო ტელეფონის მფლობელობა, მას მაინც ხელში შეაჩეჩეს ის სიტყვებით: „შენს ძმაკაცს დარჩა ალბათ და არ ესიამოვნება რომ დაკარგოსო“.

მეორე დღეს ახალმა მფობელმა ყურადღებით დაათვალიერა მოწყობილობა. ტელეფონში დაყენებულ Facebook-ის აპლიკაციაში მითითებული იყო ეფლის ინჟინრის ანგარიში. აპარატი მაინცადამინც არ ჰგავდა ეფლის არსებულ პროდუქტებს, ხოლო ოპერაციულ სისტემაში დამატებული იყო ისეთი შესაძლებლობები, რაც ახლა არა აქვს აიფონს. რამოდენიმე საათის შემდეგ ტელეფონი დისტანციურად დაბლოკეს და მან შეწყვიტა მუშაობა.

ანონიმი ირწმუნება, რომ მან მრავალჯერ სცადა კომპანიაში დარეკვა, რათა დაებრუნებინა ნაპოვნი ნივთი, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. მაშინ მან ინტერნეტში გამოფინა მოწყობილობის ფოტოები და მაშნვე იპოვნა ხალხი, ვინც დაინტერესდა ტელეფონის შეძენით. ბლოგი Gizmodo დათანხმდა 5000 დოლარის გადახდას.

რა მოუვა გრეი პოუელს? ეს ჯერ ცნობილი არ არის. უცნობია, უკვე დაითხოვეს თუ არა პოუელი, თუმცა ალბათ არა. როდესაც მას დაუკრეკეს Gizmodo-დან, ხმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის დათრგუნული იყო და ვერ გასცა პასუხი კითხვაზე მუშაობს თუ არა კვლავ ეფლში, რაც შეიძლება ნიშნავდეს „დიახ“-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის დამალვა მას არ დასჭირდებოდა.

აიფონის პროტოტიპი მაინც დაბრუნდა ეფლში. ბრაიან ლემმა, Gizmodo-ს ერთ-ერთმა ავტორმა მიიღო წერილი, რომელშიც ეფლის იურისტი მას ეკითხება თუ სად და როდის შეუძლია ეფლს მიიღოს თავისი მოწყობილობა. Gizmodo-ს რედაქციაში გადაწყვიტეს თავი არ აიტკივონ და დააბრუნეს მოწყობილობა.