საქმე დაკარგული iPhone-ის შესახებ*: წვრილმანები და სიახლეები

*თითქმის მარკტვენისებურად :)

კვირის დასაწყისში დიდი ხმაურის მომტანი სიახლე კვლავინდებულად არ ასვენებს მაკ-პრესას: ოთხშაბათს საიტზე Mac Rumors დაამატეს სიახლეები თემის გარშემო — ეფლის აწ უკვე დათხოვნილი თანამშრომელი ყვება კომპანიის მიერ ახალი გაჯეტების გამოცდის ნიუანსებს:

სტივ ჯობსი უშუალოდ აკონტროლებს პროტოტიპებთან დაშვებული თანამშრომელბის სიას, რომლებსაც უფლება აქვთ გაჯეტი გაიტანონ ოფისს გარეთ. ეს თანამშრომლები ხელწერილს დებენ გაუთქმელობის შესახებ.

ცოტა ისტორია: 2007 წელს, პირველი აიფონის გაყიდვების დაწყებამდე, კომუნიკატორის ტესტირებაზე დაშვებული იყვნენ AT&T-ის ორასამდე თანამშრომელი. სამი წლის შემდეგ კუპერტინო რადიკალურად ამცირებს დაშვებულთა რაოდენობას. ახალი გაჯეტის ნახვა მხოლოდ ტოპ-მენეჯერებს შეუძლიათ.

და ასე მანამ, სანამ არ მოხდება მოწყობილობის პრეზენტაცია.


Comments

One response to “საქმე დაკარგული iPhone-ის შესახებ*: წვრილმანები და სიახლეები”

  1. ეს ზომები პოსტპრეზენტაციული აჟიოტაჟის ერთერთი ძირითადი მიზეზია, რაც საბოლოო ჯამში პირველ დღეებში 100000-ობით გაყიდვებს უზრუნველყოფს.