iPhone, Android და სტატისტიკა

როგორც ცნობილია, არსებობს სიმართლე, ტყუილი და სტატისტიკა — რომელსაც ვერ გექცევი. ამ კვირას ახალი სტატისტიკური ინფორმაცია მოგვაწოდა სარეკლამო ქსელმა Chitika, რომელმაც აპრილის თვეში დაგროვილი მონაცემები გამოაქვეყნა: ამერიკული საიტების ნახვის ნახევარი მოდის iPhone-ზე — ზუსტა ორჯერ მეტი, ვიდრე Google Android-ს აქვს.

Android vs. iPhone
Android vs. iPhone

კიდევ უფრო პიკანტურობას ამ სიტუაციას ის მატებს, რომ AdMob-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით Android-ი უსწრებს ეფლის პროდუქტებს. ნაწილობრივ ეს შეიძლება იმას დავაბრალოთ, რომ AdMob-ი იყიდა გუგლმა, ნაწილობრივ — შეფასების მეთოდებს. პრინციპში Chitika-ს მხარს უმაგრებს comScore-ის მონაცემები, რომლის მიხედვითად Apple iPhone-ის წილად სმარტფონების ბაზროს 25% მოდის.

ხოლო Android-გაჯეტების წილად მხოლოდ 5.2%.