ორკესტრი iPad-ის წინააღმდეგ

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=HvplGbCBaLA[/youtube]

ახალგაზრდა პიანისტი დიდ სცენაზე გამოსვლისას დემონსტრირებას უკეთებს თავის მუსიკალურ შესაძებლობებს Apple iPad-ზე.

eBay-ზე ამოტივტივდა Apple TV-ის თხუთმეტი წლის წინანდელი პროტოტიპი

eBay-ს აუქციონი — არა ამრტო ის ადგილია, სადაც შეიძლება იაფად შეიძნო რაიმე, არამედ არაჩვეულებრივი წყაროა სხვადასხვა რარიტეტების მოსაძებნად. მორიგი მაგალითი ამისა გახლავთ eBay-ზე Apple Interactive Television Box-ის პროტოტიპის გამოჩენაა, რომელთანაც კუპერტინო ექსპერიმენტებს ატარებდა 90-იანი წლების პირველ ნახევარში.

Applebox
Applebox

ამ მოწყობილობის შექმნა დაიწყო 1993 წელს British Telecom-თან ერთად. ვარაუდობდნენ, რომ მისი დამხარებით მომხმარებლები შეძებდნენ დსიტანციურ სერვერთან დაკავშირებას, იქიდან საჭირო მულტიმედიური შიგთავსის გადმოტვირთვას და მის გაშვებას საიჯახო სისტემებზე. 1994 წელს შედგა ამ მოწყობილობის საცდელი გაშვება, რომლის ფარგლებშიც ის მიიღო 2500 ოჯახმა. შედეგები ისეთი გამოდგა, რომ 1995 წელს პროექტი დაიხურა.

Applebox
Applebox

ტექნიკური თვალსაზრისით Apple Interactive Television Box-ი, ისევე როგორც მოგვიანებით Apple TV, წარმოადგენს მაკის შეკვეცილ ვერსიას: პროცესორი Motorola, 4 მბაიტი ოპერატიული ბეხსიერება, MPEG-ის აპარატურული დეკოდერი და სისტემა Mac OS-ი QuickTime და QuickDraw მოდულებით. მასთან ძშეიძლება მაუსის, დისტანციური პულტის და CD-ROM-ის მიერთება. ქსელში ის გადის Ethernet-ის საშუალებით.

Applebox
Applebox

სხვათაშორის, მაშინვე Apple-მა გამოუშვა თავისი მაკის ყველაზე ცუდი მოდელი, Macintosh TV. ეს იყო მონობლოკი, 14 გიჯიანი ეკრანით და ჩადგმული TV-ტუნერით. მისი ფასი იყო 2100 დოლარი და იყიდებოდა 1993 წლის ოქტომბრიდან 1994 წლის თებერვლამდე.

დრეს გასაგებია, რომ მაშინ Apple Interactive Television Box-ს ვერ ექნებოდა წამრატება. მაშინაც კი, როცა 2007 წელს კომპანიამ გამოუშვა Apple TV, განასაკუთრებული წარმატებას ვერც მან მიაღწია. ზუსტად ამიტომაც კუპერტინო ამ ბიზნეს ეძახის ჰობის და ელოდებიან, როდესაც შიგთავსის მომწოდებლები მზად იქნებიან ქსელში მის წარმოსადგენად.

ისტორია: Apple-მა წარმოადგინა Apple IIc. და იძრა მიწა…

რას ჰქონდა 128 კბაიტი ოპერატიული მეხსიერება, მაუსი და იყო ერთადერთი Apple II-ის სერიაში, სადაც პლატინა გამოიყენებოდა? რათქმაუნდა ეს გახლდათ Apple IIc მოდელი

კომპიუტერი დიდი ზარზეიმით წარადგინეს სან-ფრანცისკოში Apple II Forever Conference-ზე, სადაც პუბლიკა მას ფეხზე დგომით მიესალმებოდა.

Apple llc
Apple llc

მაშინ ყველა თვლიდა, რომ Apple II სერია სამარადისოდ იარსებებდა, მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ კუპერტინო უკვე კარგავდა მისამდი ინტერესს. მათ კიდევ შეეძლოთ გაყიდვების მოცულობით გაესწროთ მაკისათვის და „ლიზასათვი“, მაგრამ Apple II-ის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

და ამის მერე მიწისძვრა, რომელიც მოხდა სან-ფრანცისკოში Apple II-ის ამ მოდელის წარგენის შემდეგ შეიძლება ჩავთვალოთ ნიშანის მატარებლად.

ისრაელმა მოხსნა აკრძალვა iPad-ის შეტანაზე

ისრაელმა მოხსნა აკრძალვა iPad-ის შეტანაზე, რომლეიც შემოიღო იმის შიშით, რომ მოწყობილობა არ იქნებოდა თავსებადი ქვეყნის უსადენო ქსელთან და რომ ამასმათი განცხადებით შეეძლო ზიანის მიყენება.

ანალოგიური სტანდარტებია უსადენო კავშირგაბმულობაზე მრავალ ევოპულ ქვეყანაში, თუმცა არცერთ მათაგანს არ გაუკეთებია ანალოგიური.

აკრძალვა დაიწყო აშშ-ში გაყიდვების დაწყებიდან ცოტა ხანში, როდესაც ისრაელის მოქალაქეებმა დაიწყეს აიპადის შეკვეთა ინტერნეტ-მაღაზიებში. როგორც კი საბაჟოზე შემოვიდა მოწყობილობა, მთავრობამ უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს „არასწორი“ გაჯეტია. ამით რათქმაუნდა გამოიწვია მოსახლეობის გააფთრება.

„დიახ, ეს კარგი პიარი იყო“, — აღაიარა ისრაელის კავშირგაბმულობის სამინისტროს პრეს-მდივანმა იეჰიელ შაბიმ. მითუმეტეს, რომ შემოწმებამ ვერაფერი ცუდი ვერ გამოავლინა.

iTunes 9.1.1-ის ორი ვერსია

iTunes-ში ACC-ში კოდირების ამასწინდელი რეალიზაცია მრავალი პრობლემის სათავე გახდა, როდესაც მედიათეკის თითქმის ნახევარი ხელახლა კოდირდებოდა, როდესაც კომპიუტერს უერთდებოდა პორტატული მოწყობილობა.

ამის ახსნა შემდეგშია: თურმე არსეობობს iTunes-ის ორი 9.1.1. ვერსია — 9.1.1 (11) და 9.1.1 (12), მოკლედ ეფლის დეველოპერებსაც მოსდით იაღლიშები :)

Two iTunes
Two iTunes

პიველი მათგანი ურევს, ხოლო მეორე უკვე გასწორებული ვარიანტია.

ასე რომ თუ თქვენ პირველი ვერსია გაქვთ, დაუყოვნებლივ გაასწორეთ შეცდომა და გადმოწერეთ უახლესი ვერსია:

http://www.apple.com/itunes/

Ubuntu და გლობალური მენიუ

Ubuntu-ში დაამატებენ გლობალურ მენიუს ყველა აპლიკაციისათვის — ისეთივეს, როგორც ეს არის Mac OS X-ში. მართალია ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნეტბუკ-ვერსიაში. მაგრამ მე მჯერა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია! ;)

Global Menu in Ubuntu
Global Menu in Ubuntu

სტივ ვოზნიაკი: Youtube-ის ათი საუკეთესო ვიდეო

სტივენ ვოზნიაკი — კომპიუტრების ამერიკელი დეველოპერი და ბიზნესმენი გახლდათ Apple-ის თანადამფუძნებელი. ითვლება, რომ ის არის პერსონალური კომპიუტრების რევოლუციის ერთ-ერთი მამა. მიოხედავად თავისი დამსახურებებისა, ვოზნიაკი ნაკელბადაა ცნობილი ვიდრე სტივ ჯობსი ანდა თუნდაც ბილ გეიტსი.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი სტივ ვოზნიაკის შესახებ:

  • ვოზნიაკს რამდენიმე ფსევდონიმი აქვს: „The Woz“, „Wizard of Woz“ და „iWoz“. „WoZ“ (შემოკლებული „Wheels of Zeus“-იდან) — იმ კომპანიის სახელია, რომელიც ვოზნიაკმა დააარსა.
  • სტივმა ერთხელ თქვა: „არასოდეს ენდო იმ კომპიუტერს, რომლის ფანჯრიდან გადაგდება არ შეგიძლია“.
  • iPhone-ის და iPad-ის გაყიდვების დაწყებისას ვოზნიაკი სხვა ადამიანებთან ერთად იდგა რიგში.

მას ასე, წარმოგიდგენთ საუკეთესო ვიდეო-რგოლების ათეულს:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=aoiGJMZjs0o&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ul7NkLGtD84&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=kDIBS8o8ULk&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=XyJAX8F2jPg&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=0eQI_NJa6o4&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=y7GnTprtUZg&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=UMRmG72LBU8&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=jnI0ndIF6BI&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=obW80HDtNE4&feature=player_embedded[/youtube]

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=lLkCiYCsBKY&feature=player_embedded[/youtube]