Categories
Apple ყველა სტატია

eBay-ზე ამოტივტივდა Apple TV-ის თხუთმეტი წლის წინანდელი პროტოტიპი

eBay-ს აუქციონი — არა ამრტო ის ადგილია, სადაც შეიძლება იაფად შეიძნო რაიმე, არამედ არაჩვეულებრივი წყაროა სხვადასხვა რარიტეტების მოსაძებნად. მორიგი მაგალითი ამისა გახლავთ eBay-ზე Apple Interactive Television Box-ის პროტოტიპის გამოჩენაა, რომელთანაც კუპერტინო ექსპერიმენტებს ატარებდა 90-იანი წლების პირველ ნახევარში.

Applebox
Applebox

ამ მოწყობილობის შექმნა დაიწყო 1993 წელს British Telecom-თან ერთად. ვარაუდობდნენ, რომ მისი დამხარებით მომხმარებლები შეძებდნენ დსიტანციურ სერვერთან დაკავშირებას, იქიდან საჭირო მულტიმედიური შიგთავსის გადმოტვირთვას და მის გაშვებას საიჯახო სისტემებზე. 1994 წელს შედგა ამ მოწყობილობის საცდელი გაშვება, რომლის ფარგლებშიც ის მიიღო 2500 ოჯახმა. შედეგები ისეთი გამოდგა, რომ 1995 წელს პროექტი დაიხურა.

Applebox
Applebox

ტექნიკური თვალსაზრისით Apple Interactive Television Box-ი, ისევე როგორც მოგვიანებით Apple TV, წარმოადგენს მაკის შეკვეცილ ვერსიას: პროცესორი Motorola, 4 მბაიტი ოპერატიული ბეხსიერება, MPEG-ის აპარატურული დეკოდერი და სისტემა Mac OS-ი QuickTime და QuickDraw მოდულებით. მასთან ძშეიძლება მაუსის, დისტანციური პულტის და CD-ROM-ის მიერთება. ქსელში ის გადის Ethernet-ის საშუალებით.

Applebox
Applebox

სხვათაშორის, მაშინვე Apple-მა გამოუშვა თავისი მაკის ყველაზე ცუდი მოდელი, Macintosh TV. ეს იყო მონობლოკი, 14 გიჯიანი ეკრანით და ჩადგმული TV-ტუნერით. მისი ფასი იყო 2100 დოლარი და იყიდებოდა 1993 წლის ოქტომბრიდან 1994 წლის თებერვლამდე.

დრეს გასაგებია, რომ მაშინ Apple Interactive Television Box-ს ვერ ექნებოდა წამრატება. მაშინაც კი, როცა 2007 წელს კომპანიამ გამოუშვა Apple TV, განასაკუთრებული წარმატებას ვერც მან მიაღწია. ზუსტად ამიტომაც კუპერტინო ამ ბიზნეს ეძახის ჰობის და ელოდებიან, როდესაც შიგთავსის მომწოდებლები მზად იქნებიან ქსელში მის წარმოსადგენად.