iPad-ის პირველი წარმატებები და სიძნელეები საგაზეთო ასპარესზე

ამ კვირაში რუპერტ მერდოკმა, News Corp.-ის მფლობელმა მოგვიყვა, რომ მათ აპლიკაციას აიპადისათვის უკვე 64 ათასი აქტიური ხელმომწერი ყავს. თუმცა პირველ წარმატებებთან ერთად გაჩნდა პირველი პრობლემებიც.

Wall Street Journal-ის შემთხვევაში ხელმომწერებს უფასო წვდომა აქვთ ყველაფერზე, რაც გამოქვეყნდა გაზეთის საიტზე, მაგრამ საჭიროა 18 დოლარიანი ხელმოწერა ზოგიერთ ექსკლუზიურ შიგთავსზე. მერდოკის განცხადებით, ამონაგების ასივე პროცენტი მიდის მათ ჯიბეში და ეს ძალიან დიდი პლუსია, ხოლო Kindle-ის შემთხვევაში Amazon-ი ხელმოწერის თანხიდან რაღაც ნაწილს თავისთვის იტოვებს.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ytqqR6oiT8U&feature=player_embedded[/youtube]