ახალი iPhone უკვე იწარმოება?

ვებ-საიტმა SmartPhoneMedic გამოაქვეყნა ვიდეო-რგოლი, სადაც შეგვიძლია დავინახოთ ახალი აიფონის კორპუსის ნაწილები და დისპლეი.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=VRTE0cQywgE&feature=player_embedded[/youtube]

ვიდეოზე აღბეჭდილი კომპონენტები ზუსტად იმეორებენ აიფონის იმ პროტოტიპის ელემენტებს, რომელიც გასულ თვეში ამდენი ვნებათაღლევის საგანი გახდა.

SmartPhoneMedic სპეციალიზირდება აიფონების რემონტზე. კომპანიის განცხადებით, მას ჰყავს საკუთარი მომწოდებლები. თუ მისი მომწოდებლები ახერხებენ მწარმოებელი ქარხნებიდან ნაწილების მოწოდებას, მაშინ დიდი ლაბათობით შეგვიძლია ვისაუბროთ რომ ეს ნამდვილი აიფონია.