iWork-ს iPad-ისათვის შეუძლია წელიწადში $40 მლნ.-ის მოტანა

Silicon Alley Insider-ის შეფასებით, საოფისე პროგრამების ნაკრების iWork-ის გაყიდვებმა iPad-ისათვის შეუძლია წელიწადში 40 მილიონი დოლარის მოტანა. საფუძველი ამ განცხადებისა გახლავთ მონაცემები რპომლებიც მათ მიიღეს აიპადის რამდენიმე წარმატებული დეველოპერისაგან.

მათი განცხადებით, დღეში საშუალოდ ხდება iWork-ის-ის 2,5 ათასი ასლის ჩამოტვირთვა, ხოლო გამოსასვლელ დღეებში — 7,5 ათასი ჩამოტვირთვა. მარტივი გაანგარიშება გვაძლევს წლიურ 43 მილიონ დოლარს.

რაღათქმაუნდა ეს ციფრი ძლიერ განსხვავდება რეალური მონაცემებისაგან, თუმცა ის თუნდაც მიახლოებით მონაცემებს მაინც გვაწვდის.

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged , . Bookmark the permalink.