მესამე მეორის მაგივრად: iPhone-მა პოზიციები დათმო

გაიხარეთ Google Android-ის ადეპტებო: 2010 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ამ ოს-ით აღჭურვილმა სმარტფონებმა გადაუსწრეს გაყიდვებში Apple iPhone და ჩამორჩებიან მხოლოდ Research In Motion-ის პროდუქციას.

სენსაციური სტატისტიკის მიხედვით პირველი სამი ადგილი ასე ნაწილდება: 36% — Blackberry, 28% — Android-ი და 21% — iPhone-ი. მნიშვნელოვანი შენიშვნა: გამოკვლევაში გათვალისწინებული იყო მხოლოდ სმარტფონების გაყიდვები, რის გამოც სხვა მოწყობილობები, რომლებზეც არის iPhone OS-ი, კადრს მიღმა დარჩნენ.