Google ადანაშაულებს ფონურ აპლიკაციებს

საშუალოდ Android-ტელეფონმა ავტონომიურად უნდა იმუშაოს მინიმუმ ერთი დღე-ღამე. თუ ნაკლებია, მაშინ მას რაღაც სჭირს, განაცხადა ლარი პეიჯმა.

საპარტნიორო ფორუმზე პეიჯს ჰკითხეს, თუ რას გეგმავს კომპანია ტელეფონების მუშაობის მცირე დროსთან დაკავშრებით. რაზეც პეიჯმა მიუგო, რომ არაფერსაც არ გეგმავს და მეტიც, აკუმულატორს არც არაფერი არ ჭირს, განაცხადა პეიჯმა.

სხვა საქმეა, რომ აკუმულატორს სვამენ ის პალიკაციები, რომლებიც ფონურ რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ ეს უკვე გუგლის პრობლემა აღარ გახლავთ. „შესაძლოა ჩვენ შევძლებთ უფრო დიდი აკუმულატორის მოცემას. მოდით ცოტა გვიან შევხვდეთ ამ საკითხზე“, ასე „მოუყომარა“ პეიჯმა დამსწრეთ.

ისღა დაგვჩენია დავამატოთ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო (ავტონომიურობის მცირე დრო) ამდენი ხანი იკავებდა თავს ეფლი ფონური პროგრამების აიფონში დაშვებაზე. ჰოდა სტივი ასე საქმეებს არ „აყომარებს“…

Tags:

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).