სტივი გახსნის WWDC-ს!

7 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე სან-ფრანცისკოში გაიხსნება დეველოპერთა კონფრენცია WWDC. წელს ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდეთ ამ კონფერენციაზე: ახალი iPhone-ი, ახალი iTunes-ი, iPhone OS 4-ი აიპადისათვის, დაბოლოს Mac OS X 10.7-ის ჩვენება… რაც მთავარია, დადასტურდა, რომ სტივი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კონფრენეციაში, მეტიც, ის მას გახსნის.

Steve Jobs WWDC 2010
Steve Jobs WWDC 2010

„Apple-ი გახსნის ყოველწლიურ კონფერნციას სტივ ჯობსის გამოსვლით ორშაბათს, 7 ივნისს, ადგილობრივი დროით 10 საათზე. წელს კონფერენციაზე დასასწრები ხუთი ათასივე ბილეთი სულ რვა დღეში გაიყიდა“.

ერთ-ერთმა სულწასულმა მისწერა სტივის წერილი: „Google-ი გიტევთ, აქვს კი რაიმე ისეთი Apple-ს, რომ ჩაძიროს კონკურენტი?“, რაზეც სტივმა უპასუხა: „თქვენ იმედგაცრულებული არ დარჩებით“.