AT&T-იმ შეწყვიტა iPhone 3G-ის გაყიდვა. ოფიციალურად

ამიერიდან ეჭვები იმის შესახებ, თუ რა იქნება წარმოდგენილი 7 ივნისს, საბოლოოდ გაფანტულია. ადრე წარმოშობილი ჭორები, რომ ვითომდა iPhone 3G-ი უკვე მოხსნილია წარმოებიდან, ირიბად დაადასტურა AT&T-იმ.

ეს გახლავთ შიდაკორპორატიული შეტყობინება, რომელიც გუშინ გავრცელდა თანამშრომლებს შორის:

ამ მომენტიდან iPhone 3G-ი აღარ გვაქვს. გთხოვთ შესთავაზოთ კლიენტებს iPhone 3GS 16GB და 32GB. კ: როდის მივიღებთ iPhone 3G 8GB-ს ხელახლა საწყობში? პ: ამ მომენტში არ ვიცით.