მაკის ადრეულ წლებში ზოგიერთი რამ, რაც დღეს ძალიან მარტივი და ბუნებრივი გვეჩვენება, ძალიან რთული და ძვირი გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სკანირება. მაკის მომხმარებელთა საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობდნენ გენიოსები, რომლებსაც შეეძლოთ ალტერნატიული გადაწყვეტილების შემოთავაზება.
პროდუქტს ერქვა Thunderscan (High Resolution Digitizer for Macintosh) და იყენებდა მოწყობილობას, რომელიც უკვე ჰქონდა რიგით მაკ-მომხმარებელს. რომელი? მატრიცული პრინტერი ImageWriter-ი. მისი საბეჭდი თავის სკანირების ელენეტით შეცვლის შედეგად, მომხმარებლებს შეეძლოთ დოკუმენტების იმპორტი მაკში.
ეს გადაწყვეტილება ვერ დაიკვეხნიდა დიდი სიჩქარით, მაგრამ სიიაფით მართალც რომ საუკეთესო ვარიანტი გახლდათ.
რა შუაშია აქ ეფლი? გენიალური პროგრამისტი ენდი ჰერცფილდი მიუერთდა ამ პროექტს 1984 წლის ივნისში, როდესაც მან კუპეტრინო დატოვა.