Apple წარმოგვიდგენს ახალ Mac mini-ს!

დღეს, 15 ივნისს Apple-მა წარმოგვიდგინა კომპიუტერების Mac Mini ახალი თაობა, ახალი ალუმინის კორპუსებით, უფრო თხელი პროფილით, გარე კვების ბლოკის გარეშე და დიდი ხნის ნანატრი HDMI პორტით.

პირველი რაც თვალში საცემია, ეს რათქმაუნდა ახალი კორპუსია. ის დამზადებულია ალუმინისგან და მთლიანად ჯდება კომპანიის ამდროინდელი დიზაინის ფარგლებში.

Mac mini
Mac mini

უნდა ავღნიშნოთ, რომ მინის დაშლა დამატებითი მეხსიერების და ვინჩესტერის დასაყენებლად გაადვილდა. სახრახნისები შეგიძლიათ გადაყაროთ — საკმარისია კორპუსის ფსკერზე მოახრახნოთ სპეციალური პანელი.

Mac mini
Mac mini

კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი შტრიხი — ახალი მინის როგორც იქნა აღარ აქვს მასიური კვების ბლოკი. ახლა ის ძირითად კორპუსშია განთავსებული.

Mac mini
Mac mini

ახლა ვნახოთ შიგნეულობა. ახალი მინის ბაზისია პროცესორი Intel Core 2 Duo 2.4 ან 2.66 გჰც სიხშირით. ნაგულისხმევად კომპიუტერი დაკომპლექტებულია 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, თუმცა მისი გაზრდა შესაძლებელია 8 გბაიტამდე.

გრაფიკული სისტემა აწყობილია NVIDIA GeForce 320M-ზე, რომელიც „ჭამს“ 256 მბაიტ მეხსიერებას ოპერატიულიდან. მთავარი კი ისაა, რომ ამ ახალ კომპიუტერს გააჩნია HDMI გამოსასვლელი!

სტანდარტულ კომპლექტაციაში მოყვება 320 ან 500 გბაიტი ხისტი დისკი, ოპტიკური დისკწამყვანი SuperDrive. ასევე გააჩნია SD-ბარათების მიმღები სლოტი, ოთხი USB 2.0 და ერთი FireWire 800.