დღეს იწყება წინასწარი შეკვეთები iPhone 4-ზე

დღევანდელი დღიდან იწყება წინასწარი შეკვეთების განთავსება ახალ აიფონზე, ხოლო 24 ივნისს ასეთი შეკვეთების განმთავსებლები უპრობლემოდ მიიღებენ ახალ ტელეფონს.

„ეს არაჩვეულებრივია როცა გაქვს საშუალება მიიღო მონაწილეობა ლეგენდარული მოწყობილობის გაშვებაში“, — ამბობს შონ სკოური, Best Buy Mobile-ის პრეზიდენტი.

Best Buy კონკურენციაშია Radio Shack-თან, რომლებმაც ასევე დაადსტურეს აიფონზე წინასწარი შეკვეთების მიღებაზე მზაობა.

დამატებითი ბონუსის სახით Radio Shack-მა გადაწყვიტა გახსნას თავსი ზოგიერთი მაღაზია რამოდენიმე საათით ადრე, რათა უფრო მეტ მყიდველს მოემსახუროს.