iPhone 4 — 2 ივლისის ჩათვლით ყველაფერი გაყიდულია!

ცოტა ხნის წინ უკვე გაცნობეთ, რომ მომხმარებლებს აღარ შეუძლიათ ახალ აიფონზე წინასწარი შეკვეთის გაკეთება 24 ივნისზე, ვინაიდან ყველაფერი გაიყიდა. ახლა მათ შესაძლოა მოახერხონ მისი ყიდვა 2 ივლისისათვის…

ბოლო მონაცემებით 2 ივლისზე შეკვეთები არ მიიღება და შემდეგი თარიღი გახდა 14 ივლისი!

მოკლედ, რაღაც საშინელი ისტერია და სიგიჟე მძვინვარებს მთელ მსოფლიოში! ჩემი ვარაუდით უკვე შეკვეთილი უნდა იყოს (ანუ ფაქტობრივად გაყიდული) მილიონზე მეტი iPhone 4.

არადა ის ჯერ გაყიდვაშიც კი არ არის! ;)


Comments

6 responses to “iPhone 4 — 2 ივლისის ჩათვლით ყველაფერი გაყიდულია!”

  1. Straight ridah Avatar
    Straight ridah

    ისე მიხარია ამ კომპანიის წარმატებები გეგონება ჩემი და სტივის იყოს Apple :D

    1. გაგეცინება და მეც მაგრად მიხარია, მართლა!

  2. აუუუუ :( 2-3 დღეში ვაპირებ შეკვეთას დიდ ბრიტანეთში და ნუთუ აღარ იქნება? :((((

    1. ლაშა, აშკარად ვერ მო(ვ)ასწრებთ პირველ რიგში შეძენას, მაგრამ ისტერია ჩაცხრება და მერე აღარ იქნება პრობლემა :)

  3.  Avatar
    Anonymous

    magaria
    chkviania stivi da mokali Tu ginda :D

  4. მართალი ხარ 100%!