ისტორია: Apple-ის აქციების მეორე დაყოფა

iMac-ების წარმატების და ინტერნეტ-ეიფორიის ფონზე ეფლის აქციებმა 17 დოლარიდან 100 დოლარამდე მოიმატა 90-იანი წლების შუაგულში. საბირჟო ანალიტიკოსები ალაპარაკდნენ კუპერტინოს ფასიანი ქაღალდების დაყოფაზე.

აქციების დაყოფის პროცედურა ყველაზე სასიამოვნო რამ არის კომპანიის ხელმძღვანელისათვის. ის წარმაოდგენს ნამდვილ დადასტურებას იმისა, რომ კომპანიის საქმეები კარგად მიდის. სუფთა ტექნიკურად დაყოფა ასე გამოიყურება: ყოველი აქცია იყოფა ორად (იშვიათად სამ ან მეტ ნაწილად), ფასიც იყოფა შესაბამისად. შედეგად აქციების რაოდენობა ორმაგდება, თუმცა კაპიტალიზაცია უცვლელი რჩება.

ეს პროცედურა ეფლმა მეორედ განახორციელა 2000 წლის 21 ივნისს. უნდა ითქვას, რომ დროულად მოასწრო — რამოდენიმე თვის შემდეგ მოხდა ამერიკული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ვარდნა, რამაც ხუთი წლით გადაწია ეფლის ინვესტორების ოცნება მორიგ დაყოფაზე.