კვირას მეორედ მოსვლა იყო

სამყაროს აღსასრული კვირას, 4 ივლისს მოხდა და საჯაროდ გამოცხადდა საიტზე The Next Web. სწორედ რომ იქ გამოჩნდა ათასგვარი ფაქტებითა და დეტალებით გაფუებული პანიკური სიახლე: iTunes-ის ბევრი ანგარიში გატეხილია, App Store გაივსო თაღლითური პროგრამებით, ხოლო სიტუაცია ზოგადად გაცილებით უარესადაა, ვიდრე ეს პირველი შეხვედით ჩანს.

აი თვით ეს საიტიც:

http://thenextweb.com/apple/2010/07/04/appstore-hack-itunes/

ვნახოთ თუ რა ხდებოდა —

  • iTunes Store-ს ბევრი ანგარიში გატეხილია და გამოიყენება პროგრაემების საყიდლად. ტიპიური შემთხვევა: რამოდენიმე ერთდოლარიანი პროგრამის ყიდვის შემდეგ თაღლითები ყიდულობენ 90 და უფრო ძვირ პროგრამებს;
  • ცალკეულ მომხმარებელზე მიყენებული ზარალი აღირიცხება ასიდან რამოდენიმე ათას დოლარამდე:
  • ფულის გადაქაჩვის ალტერნატიული ვარიანტი — გატეხილი ანგარიშიდან უფასო თამაშის გადმოქაჩვა და შემდგომში უშუალოდ თამაშში საყიდლების განხორიელება;
  • თაღლითურ პროგრამათა უმეტესობა დარეგისტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, მათ შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ასეთი პროგრამების აღწერაში ბმულებს არსად არ მივყავართ.
App Store Hacked
App Store Hacked

არცთუ ისე ადვილი ტვირთი პანიკური ჭორების შეკავებს საკითხში თავის თავზე აიღო MacRumors-მა: “სრულიად შესაძლებელია, რომ ვინმე დეველოპერმა გადაწყვიტა სარეიტინგო სისტემის გაყალბება, მაგრამ ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ დარტყმა რამდენიმე ასეულ ანგარიშზე მეტ ოდენობას შეეხო”.

ჯერ მოდით დავფიქრდეთ იმ ფაქტზე, რომ ფასიანი აპლიკაციები კატეგორიაში “Books” ლიდერობენ მინიმალური ჩამოტვირთვების სიაში. შემდეგ, იმსათვის რომ აპლიკაცია პოპულარულ პროგრამათა პირველ ასეულში დარჩეს, საჭიროა დღეში 50-იდან 250-მდე ეგზემპლარის გაყიდვა — 100 მილიონი ანგარიშის ფონზე სამიოდე ასული გატეხილი ანგარიში ამინდ ვერ ქმნის. მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას რომ მშვიდად გვეძინოს, ყოველთვის რჩება ანგარიშების მასიური გატეხვის საშიშორება.