Apple-ის პრეს-კონფერენცია: შედეგები

პარასკევი, Apple-ის შტაბ-ბინა, საკონფერენციო დარბაზი 4 Infinite Loop-ზე. ძველი ტრადიციის დარღვევით, კომპანიის თანამშრომლებმა თავი შეიკავეს ჟურნალისტებზე თხოვნისაგან ნოუთბუკების გამორთვასთან დაკავშირებით — როგორც ჩანს Apple-ში საბოლოოდ შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ტექსტურ ტრანსლაციას ვერ ჩააღრჩობ. ამასობაში მოწვეული ჟურნალისტები ერთობოდნენ შეკითხვით — თუ რისი სუნი იდგა დარბაზში. საბოლოოდ პრესა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ბატი-ბუტის სუნი იდგა.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

არა ნაკლებ ცხარედ განიხილებოდა თექვსმეტი ივლისის ინტრიგა — კონკრეტულად რაზე ილაპარაკებს Apple-ი პრესასთან? ტელეფონების გამოთხოვნა გაყიდვიდან? უფასო “ბამპერები”? საჯარო ბოდიში? ახალი პროდუქტი, როგორც ყურადღების გადატანის იდეალური საშუალება?

ამასობაში დარბაზში ჟაზი უკრავდა…

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

ყველაფერი დაიწყო YouTube-იდან აღებული პაროდიული კლიპით
iPhone Antenna Song. ვიდეოს შემდეგ სცენაზე სტივ ჯობსი ავიდა: “ჩვენ არ ვართ იდეალურები. ტელეფონები — მითუმეტეს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ საუკეთესო გვინდა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ამის მიღწევას, მაგრამ ნება მიბოძეთ ჯერ წარმოგიდგინოთ ცოტაოდენი სტატისტიკური მონაცემები”.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

მაშ ასე, iPhone 4-ი — Apple-ის ყველაზე წარმატებული კომერციული პროექტია, სამ კვირაში რეალიზაციამ სამ მილიონ ეგეზმპლარს გადააჭარბა, მრავალრიცხოვანი რეიტინგების პირველი პიზიციების უცვლელი მფლობელი… და ამის მიუხედავად მრავალრიცხოვანი პრეტენზიები სიგნალის დაკარგვასთან დაკავშრებით. მაგრამ ჩვენ არ ჩავმალეთ თავები ქვიშაში და 22 დღის განმავლობაში ვმუშაობდით პრობლების გადასაწყვეტად. რა გაირკვა კვლევების შედეგად?

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

Antennagate (Watergate-ის გადამღერებაა) — მობილურ ტელეფონთან შეხებისას სიგნალის დონის ვარდნა — არ წარმოადგენს iPhone-ის პრეროგატივას და სხვა კომპანიების მოწყობილობებშიც გვხვდება: Nokia, Motorola და სხვა მრავალი. Apple-ის ინჟინრებმა კვლევების შედეგად მოახდინეს აღნიშნული პრობლემის ლოკალიზაცია ტელეფონებში BlackBerry Bold 9700, HTC Droid Eris და Samsung Omnia II — საკმარისია უხერხულად დაიჭიროთ ტელეფონი ხელში და სიგნალის დონე რადიკალურად ეცემა. შევუშვათ ხელი და სიგნალი მატულობს. რეზიუმე: თანამედროვე სმართფონები არაა იდეალური და ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი აქილევსის ქუსლი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ Apple-ის პროდუქტზე.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კომპანიის მიერ ნაპოვნი გადაწყვეტილება — სიგნალის დონის შკალაზე დანაყოფების გაანგარიშების სრულიად ახალი ალგორთმი — უკვე დამატებულია მიკროკოდის ახალ, 4.0.1 ვერსიაში. მართალია განახლების შემდეგაც სიგნალი მაინც დაიკლებს, მაგრამ ამას არაფერი ეშველება —  Apple-ი უძლურია ფიზიკის კანონების წინაშე. სხვათაშორის, მობილური ტელეფონების სატესტო შენობის მშენებლობაში კომაპნიამ 100 მილიონი დოლარი ჩადო და ამ ეტაპზე გააჩნია 17 აბსოლუტური რადიო-სიჩუმის კამერა, იხილეთ ფოტო:

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

ხოლო რას გვიჩვენებს AppleCare-ის სტატისტიკა? რამდენი პრეტენზიაა დაფიქსირებული ამ სერვისში? სტატისტიკა შთამბჭდავია — 0.55%! ინფორმაციის სრულყოფის მიზნით მოდით გავისხენოთ AT&T-ის მიერ გათვალისწინებული წუნდებული პროდუქციის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. iPhone 3GS-ის დროს ასეთი დაბრუნების ხვედრითი წილი იყო 6%. იგივე მაჩვენებელი iPhone 4-ისათვის გახლავთ 1.7%!

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი AT&T-ის სტატისტიკიდან — კავშირის წყვეტების რაოდენობა ყოველ ას ზარზე. აქაც iPhone 4-ი მოწოდების სიმაღლეზეა: 1 გაწყვეტაზე ნაკლები ყოველ ას ზარზე!

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კვლავ რეცეპტები: iPhone 3GS-ის გაყიდვების დროს მომხარებელთა ოთხმოცი პროცენტი აგრეთვე ყიდულობდა დამცავ შალითას. ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა ოთჯერ იკლო: მწამრობელებმა ვერ მოახერხეს მოთხოვნის მიწოდებით უზრუნველყოფა.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

შევაჯამოთ ზემოთქმული: “ანტენის პრობლემა” iPhone 4-ში მართლა არსებობს და თუმცა ეს შეეხო მოხმარებელთა უმცირეს ნაწილს, Apple-ს მხოლოდ კარგი სურს თავისი კლიენტებისათვის, ამიტომ მოვიდა დრო ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. ჯერ ერთი, ეს არის უკვე ნახსენები iOS 4.0.1. მეორეც, დამცავი შალითები, რომლებსაც უფასოდ მიიღებენ მომხმარებლები. ერთადერთი პირობა — ტელეფონი 30 სექტემბრამდე უნდა იყის შეძენილი. და რათქმაუნდა სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ ტეელფონი, ფულს 100%-ით აგინაზღაურებენ.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

კიდევ რა? კომპანია საქმის კურსშია სიახლოვის სენსორის შეცდომების შესახებ და მუშაობს მის გასასწორებლად. iPhone 4-ის თეთრი ვერსიის გაყიდვები დაიწყება ივლისის ბოლოს. და დაემატება 17 ახალი ქვეყანა (საქართველო რაღათქმაუნდა არ არის ამ სიაში, დიდი მადლობა მაგთის, ჯეოსელს და ბილაინს :mad:).

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

“და ბოლოს… ორიოდე სიტყვა, თუ როგორ მივიღეთ ყველა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებლები, თითოეული მათგანი, მათი გულისათვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ და 22 დღის განმავლობაში ვიკვლევდით პრობლემას. და როგორც ჩანს, ვიპოვნეთ მიზეზი. სამყაროში არაა სრულყოფლება და არ არსებობს სამყაროში პრობლემა, რომელსაც ჰქვია Antennagate. უბრალოდ არის iPhone 4-ის მცირე ხარვეზები და ჩვენი ამოცანაა მივიყვანოთ ანტენის დიზაინი ას პროცენტიან იდეალამდე”.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

ამით სტივ ჯობსის გამოსვლა დასრულდა და დაიწყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. სტივთან ერთად კითხვებს პასუხობდნენ ტიმ კუკი და ბობ მანსფილდი.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— სტივ, როგორ ხართ? თავს როგორ გრძნობთ? — მე კარგად ვარ. ხოლო კვირის დასაწყისში უკეთ ვყავი, როდესაც ჰავაის კუნძულებზე ვისვენებდი.

— რამეს კიდევ თუ აკეთებთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად? მაგალითად თუ აპირებთ აპარატურული ნაწილის შეცვლას? — იცით, 3GS-საც ზუსტად ასეთი პრობლემა ჰქონდა. და ჩვენ გვაქვს მომხმარებელთა შეტყობინებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ iPhone 4 უკეთ მუშაობს, ვიდრე 3GS. ამიტომ მე არ ვიცი, რამდენად უკეთესი იქნება ანტენის სხვანაირი კონსტრუქცია. წარმოდგენა არა მაქვს, როგორი იქნება ის შემდეგში.

— მე ახლა ვცდილობ ისე დავიჭირო ხელში ჩემი BlackBerry, რომ სიგნალმა იკლოს. ხომ ვერ მიჩვენებთ როგორ გავაკეთო? — ეს გამომჟღავნდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში.

— თვქენ აჩვენეთ ხალხი, რომლებიც თითქმის მთლიანად ფარავდნენ ხელით ტელეფონს, მაგრამ iPhone 4-ზე პრობლემები თავს იჩენს ხელის მცირედი შეხებითაც. შეგიძლიათ აგვიხსნათ სხვაობა? — როდესაც ხელით ეხებით ტელეფონს, თქვენ აღმოჩნდებით ტელეფონსა და სიგნალს შორის. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიგნალის სიმძლავრის შემცირება. ხოლო თუ თქვენ ხელს შემოხვევთ ტელეფონს მთლიანად, ეს კიდევ უფრო შეამცირებს სიგნალის დონეს. ჩვენ არ ვქმნით ტელეფონებს, რომელბსაც ანტენა ზემოდან აქვთ.

— თქვენ მოგიყვნენ ანტენის კონსტრუქციის შესახებ მანამდე, სანამ ტელეფონი გაყიდვაში გამოვიდოდა? — Bloomberg-ის სტატიას გულისხმობთ? სრული სისულელეა, ჩვენ უკვე მოვთხოვეთ მათ დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩვენს iPhone-ს პრობლემები აქვს, ნამდვილად დამატებით ხალხს გამოვყოფდით პრობლემის მოსაგვარებლად.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— არ გაქვთ სურვილი ინვესტორებს ბოდიში მოუხადოთ? — იცით, ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ ტელეფონი მათ მოსწონთ და მასზე მუსაობა ერთ რამედ ღირს. და ჩვენ დიდ ენერგიას ვხარჯავთ ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად. რაც შეეხება ინვესტორებს… იცით, თქვენ ფულს იმავე კომპანიაში დებთ, რომელშიც ჩვენ. ასე რომ თუ აქციის ფასმა 5 დოლარით დაიკლო… არა მგონია, რომ ვალდებული ვარ ბოდიში მოვიხადო.

— თუ იქნება კომპანესაცია AT&T-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე? — ვფიქრობ, რომ კი.

— რა შეგეძლოთ გეთქვათ iPhone 4-ის პრეზენტაციაზე, ისე რომ ხალხის იმედები არ გაგეცრუებინათ? — სინამდვილეში არც არაფერი. ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა “თუ ასე დაიჭერთ ტელეფონს, სიგნალი გაქრება…” ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ და ჩვენ მათ ძალიან სწრაფად ვასწორებთ. აი ამიტომაც ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კარგი და ერთგული მომხმარებლები გვყავს.

— ისე ხომ არ მოხდება, რომ 30 სექტემბრიდან საჭირო გახდება შალითაში ფულის გადახდა? — არა. იქნება მანამდე უკეთესი იდეა მოგვივიდეს…

— იქნება თუ არა კომპენსირებული შალითის საფასური? — iPhone 4-ისათვის ძლიან ცოტა შალითაა გამოშვებული. ამიტომ არა.

— საინტერესოა, ახლა ცოტაა შალითები, ხოლო რაცაა — ძნელი საშოვნელია. მაგრამ თუ მყიდველი მოგიტანთ სალარო ჩეკ, რატომ არ აანაზღაურებთ? — ეს ხომ მარტივია. თუ ჩვენ ახლა ვაჩვენებთ შემდგომ როდუქტს, ახლანდელს არავინ იყიდის.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

—თქვენ თუ სარგებლობთ შალითებით? — არ ვსარგებლობ. სიგნალის დაფარვის ხარისხს არ ვუჩივი, ხოლო როდესაც “სასიკვდილო შებყრობას” ვაკეთებ, სიგნალი არ იკარგება.

— წინდაწინ რომ გცოდნოდათ ყველაფერი, სხვანაირად მოიქცეოდით? — რათქმაუნდა, Consume Reports-ის დასკვნების წაკითხვა არასასიამოვნო იყო. მაგრამ ჩვენ ყოველმხრივი სტატისტიკა შევკრიბეთ. შევისწავლეთ. და პრობლემის გადაწყვეტა ისე დავიწყეთ, როგორც ინჟინრებმა. ალბათ ეს ერტადერთი სწორი ვარიანტია გადაწყვეტილებისა…არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ შევცდით — ჩვე უბრალოდ არ ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ, არ ვიცოდით, რომ iPhone-ი უნებლიედ წითელ ნაჭერად გადავაქციეთ… ხოლო პრესამ ბზისაგან სპილო შვა. თუმცა იდეალური კომპრომისის მიღება მხოლოდ დროთა განმავლობაშია შესაძლებელი.

— ხომ არ იგეგმება iPhone 4-ის მიდინარე თაობაში რაიმე კონსტრუქციული ცვლილების შეტანა? — ქსელში შეგიძლიათ ნახოთ Nokia-ს ტელეფონები, რომლებსაც აქვთ წარწერა “აქ ხელი არ ახლოთ!” — ამის ნახვა YouTube-ზე შეგიძლიათ. დღეს ჩვენ გაჩვენეთ სამი ტელეფონი, კარგი ტელეფონები… და არცერთ მათგანში ეს პრობლემა არ არის მოგვარებული. გვინდა რომ Apple-მა შეძლოს ამის მოგვარება პირველმა? დიახ. შეგვიძლია ახლავე iPhone 4-ის გაუმჯობესება? ვნახოთ.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— და ტოტალური გამოთხოვა თუ განიხილება? — ამ პრობლემაზე ჩვენ გვეკითხებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ მართლაც ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ ამ საკითხს. ჩვენ მივედით ამ ხალხთან ტესტირებისათვის განკუთვნილი აპარატურით და ვიწერდით ლოგებს… პროტოკოლისათვის ჯერ ვურეკავდით მათ. და არცერთი კარი არ შეგვიმტვრევია.

[Engadget-მა ჰკითხა პრობლემის პროგრამული გასწორებს შესახებ, როგორც ამაზე წერდა New York Times]. — ბიჭებო, თქვენ ძალიან ბევრს უერთიერთობთ ერთმანეთთან. (ამის მერე სკოტ ფორსტალმა განაცხადა, რომ NYT-ის პუბლიკაცია დეზინფორმაციაა).

— როგორ აისახება iPhone 4-ის პრობლემები გაყიდვებზე? — საფინანსო შედეგები ცნობილი გახდება შემდეგ კვირას.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

— ორი დღის წინათ თქვენ გამოუშვით iPhone-ის მიკროკოდის განახლება, რომელმაც გაზარდა სიგნალის ხარისხი. ახლა კი თქვენ იძახით, რომ პრობლემა კვლავაც მოუგვარებელია. როგორ ეწყობა ეს ორი რამ ერთმანეთს? — ნება მიბოძეთ ზოგიერთი რამ ვთქვა Apple-ის შესახებ. ჩვენ არ ვაპირებდით არცერთ სეთ ბიზნესში შეძრომას, სადაც ვერ შევძლებდით ძირითადი ტქნოლოგიის კონტროლს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნოლოგიის მფლობელი უბრალოდ შეგვჭამს. რვა წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დგება დრო ძირითადი კომპონენტის წანაცვლებისა პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. ეს კიდევ ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის, რისი დასტურიცაა iPod-ი. სხვებსაც გამოსდით კარგი კოდი, მაგალითად Palm-ს. მაგრამ ჩვენ ჩვენი პროგრამული უზურნველყოფა გამოვიყენეთ სმარტფონების ნიშაში. ჩვენ შევძელით აიფონისათვის სერიოზული განახლებების შექმნა, გამოშვება და გავრცელება. დღეს ჩვენგან იღებენ მაგალითს, მაგრამ ჩვენ პირველები ვიყავით. თქვენს კითხვაზე პასუხად გეტყვით — ძველი ფორმულა გამოიყენებოდა თავიდანვე. და ახალი განახლება ასწორებს ამ ფორმულას. არ ვიცი, შევძელი თუ არა თქვენი კითხვის მეორე ნაწილის გაგება.

— ორი წლის წინ თქვენ უკვე გაასწორეთ ეს შეცდომა… — ალბათ ეს ურთერთ დამოკიდებული საკითხები არ არის. გეთანხმებით, ჩვენ იქ გავასწორეთ… მაგრამ ერთმანეთთან კავშირში ნამდვილად არაა.

— თქვენ აქტიური მიმოწერა გაქვთ მომხმარებლებთან ელფოსტით. როგორ იმოქმედა ამან თქვენს გადაწყვეტილებაზე? — მე ვპასუხობდი ელფოსტას, ვინაიდან ისინი მომდინარეობდა ჩვენი კლიენტებისაგან. ახლა კი ხალხმა ამ მიმოწერის ინტერნეტში დადება დაიწყეს… და ზოგ-ზოგიერთი ამით სარგებლობს. ასე რომ არ არის საჭირო ყველაფრის დაჯერება, რასაც ქსელში ნახავთ!

— შესაძლებელი იქნება უფასო შალითის შეძენა აშშ-ს გარეთ? — დიახ.

— 30 სექტემბრის შემდეგ? — ვნახოთ.

iPhone 4 Press Conference
iPhone 4 Press Conference

Comments

8 responses to “Apple-ის პრეს-კონფერენცია: შედეგები”

  1. Irakli Avatar
    Irakli

    ისე საინტერესოა, გამოშვებული ტელეფონების რამდენი პროცენტია "დეფექტური" ?

    1. 1.7%-იო, სთქვა სტივიკომ :)

  2. მე მეჭირა iPhone 4, როგორ არ დავიჭირე, ისე, ასე, მომაკვდინებლადაც და გამაცოცხლებლადაც :) მაგრამ ძვრა ვერ ვუქენი სიგნალს… ერთერთმა მფლობემლა მითხრა, სადაც ცუდად იჭერსო ისედაცო, იქ ენძრევაო, ისიც ზოგჯერო…

    1. ვეღარ ვითმენ, როდის ჩამოვა ჩემი ეგზემპლარი! :)

      1. ვაა, შეუკვეთე შენთვის?

        1. აბა! ლონდონიდან მოდის! :)

          1. მაგარია! რომ ჩამოვა, დამიძახე :) თუმცე მე კი ვნახე და ვეთამაშე, მაგრამ მაინც :))

          2. რათქმაუნდა!