iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი მესამე, არადამასრულებელი

სალამი მეგობრებო!

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გაცდევინეთ. გასული კვირა სავსე იყო ვნებათა ღელვებით. ჯერ ერთი ჩემს სამსახურში პროექტის ერთ-ერთი სტადიის ფინალი იყო და მაგ დროს როგორც წესი საგიჟეთი მაქვს. მეორეც, გასულ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა პირადმა აიფონმა! ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად გამიხარდა! და ვითვალიწინებ რა მკითხველთა უდიდეს ინეტრესს ყბადაღებული სიგნალის კარგვის შესახებ, გადავწყვიტე მთელი კვირა დავკვირვებოდი ამ საკითხს, რათა სრულყოფილად მომეხერხებინა თქვენთვის ინ ფორმაციის მოწოდება ამ საკიტხის შესახებ.

მაშ ასე, დავიწყოთ!

ვინაიდან ეს არ იქნება ჩვენი მიმოხილვის ბოლო ნაწილი (ერთ კვირაში, როდესაც ზღვიდან ჩამოვალ, მე განვაგრძობ აიფონის დეტალურ მიმოხილვას) მოდით დღევანდელი პოსტი მთლიანად დავუთმოთ ანტენას და სიგნალის კარგვის საკითხს.

ანტენა და სიგნალის მიღება

რათქმაუნდა, აიფონის ყუთიდან ამოღებისთანავე გიჩნდება სურვილი დაუყოვნებლივ შეამოწმო სიგნალის მიღების პრობლემის არსებობა. ნუთუ საკმარისია თითი მივადოთ ტელეფონის გვერდითა მხარეს შავ ზოლს, რომელიც ორ ანტენას ყოფს ერთმანეთისაგან და სიგნალი დაიკარგება? მოდით გავერკვეთ.

მე ზუსტად ასე მოვიქეცი, სახლში მიტანისთანავე ვეცი ტელეფონს და მარტივი აქტივაციის შემდეგ (ამ პროცესში ყველაზე რთული იყო სიმ ბარათის კორექტულად შემოჭრა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი), პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ტელეფონის მტევანში მომწყვდევა. მოვიმწყვდიე და… სიგნალის ჯოხებმა ვარდნა იწყეს კატასტროფული სისწრაფით. პირკატა მეცა, გავშრი და უკვე გემრიელად უნდა შემეგინებინა სტივ ჯობსისთვისაც, ეფლის ინჟინრებისთვისაც და კიდევ ვინმეს მივაყოლებდი, რომ უცებ გამახსენდა — ჩემი ოთახი ხომ „რადიო ჩრდლიში“-ა! დიახ, გაუგებარი მიზეზით თუ მანქანებით, ჩემს ბინაში ზოგადად ცუდად იჭერს ნებისმიერი ტელეფონი, არა მარტო აიფონი. ეს ფაქტი ადრეც მქონდა შემჩნეული და ახლა ნერვიულობის გამო უცებ თავიდან ამომივარდა! ცოტა დავწყნარდი და ვეცი მეზობლის ბინას. ყვირილით შევვარდი: „არ შეგაწუხებთ დიდი ხნით, სიგნალი უნდა გავზომო“-მეთქი. მეზობელი ცოტა შეშინდა, მაგრამ მაინც შემიშვა ბინაში, თანაც რაღაც უცნაურად დამიწყო ყურება :D მე მეზობლის ბინა შემოვირბინე, სამივე ოთახი, მერე ლოჯიაშიც გავედი, აბაზანაც არ გამოვტოვე (ყველაზე „მკვდარი“ წერტილი სიგნალის მიღების თვალსაზრისით). შედეგი. რამდენიც არ ვიღონე, ვერ დავაკარგვინე სიგნალი ტელეფონს. ჯოხები ჯიუტად განაგრძობდნენ ხუთი დანაყოფის ჩვენებას ინდიკატორზე.

მეორე დღეს და საერთოდ მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვაგრძელებდი სიგნალის დაკარგვის მცდელობებს:

  • ვაკის პარკთან  ვმუშაობ ახლოს, სიგნალი გადასარევია, არ იკარგება;
  • საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან — არ იკარგება;
  • ლესელიძის ქუჩა, სინაგოგასთან ახლოს — არ იკარგება;
  • მეტროს ქვედა ბაქნები — არ იკარგება;
  • ვაგზლის მოედანი —  არ იკარგება;

და ასე შემიძლია განვაგრძო უსასრულოდ, თუმცა ერთი უნდა ითქვას, სადაც სიგნალი მართლა სუსტია და სხვა ტელეფონებსაც აკლდებათ „ჯოხები“ ინდიკატორზე, აიფონსაც იგივე მოსდის. მაგრამ მოდით გულზე ხელიდ ავიდოთ და ვთქვათ, რატომ უნდა მოვთხოვოთ აიფონს იმაზე  მეტი, რაც სხვა ტელეფონს არ შეუძლია? მე მგონია რომ არ უნდა მოვთხოვოთ.

თანაც ერთი რამ გაითვალისწინეთ. როდესაც სიგნალდაკლებული აიფონიდან ვსაუბრობ, აბონენტებს არ გაჩენიათ დსიკომფორტი ჩემი ხმის გაგების გამო. მხოლოდ ერთხელ იყო რომ ჩემს მეუღელს არ ესმოდა, როდესაც ის ქალაქში იყო გასული, ხოლო მე ჩემს „რადიო ჩრდილის“ მქონე ბინაში ვიყავი.

რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოვწურო ეს თემა ვიტყვი შემდეგს: სიგნალის კარგვა და მასთან დაკავშირებული ისტერია არის მითი, რომელიც მხოლოდ ეფლის კონკურენტებს აწყობთ და პრაქტიკულად თითიდან არის გამოწოვილი.


Comments

29 responses to “iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი მესამე, არადამასრულებელი”

  1. irakli Avatar
    irakli

    შენ რომ კმაყოფილი ხარ ეგ გასაგებია მარა ზოგადად მითია და ბოროტი ძალების შემოგდებულიო, უფლებას დავიტოვებ და არ დაგეთანხმები :)

    1. შენი ნებაა ირაკლი არ დაიჯერო, ნადმვილად ვერ დაგაძალებ :)
      მე კმაყოფილი ვარ ძალიან, კიდევე რთხელ გავიმეორებ ;)

  2. დიმა მართალი ხარ, სიგნალი რომ სუსტია (გინდა ატტ იყოს და გინდა ჯეოსელი და გინდა მაგთი), მაშინ ემართება. ამ წუთას ჩემ სახლში (ცუდად იჭერს აქ) რეზინის შალითიანი ნექსუსს მოვმიმწვდიე და 4 ხაზიდან 1-ზე ჩამოვიდა უცბათ, ორი ტითით დავიჭირე და მოემატა ეგრევე, ისევ 4 ხაზზე დადგა

  3. ლუდში რომ ჩაძირავ, უკეთესად იჭერსო, ამბობენ :)

    1. ზუსტად ეგრეა ზვი. სტატიაშიც დავწერე, რომ ცუდი მიღების არეებში სიგნალის ვრდნას მართლაც აქვს ადგილი, თანაც მკაფიოდ. მაგრამ ეგ ეხება აბსოლუტურად (ეს სიტყვა ბოლდით, ხაზგასმით და ა.შ.) ყველა სმარტფონს, მარტო iPhone 4-ს არა.

  4. irakli Avatar
    irakli

    როგორ არის მითი ? ასე გადაჭრით 1 კონკრეტულ ეგზემპლარზე დაყდნობით მტკიცება ხომ არ შეიძლება კარგი რა :)

    25% მომხმარებლების უკმაყოფილოა. პარანოია აქვთ ? ჩემი მეგობრის (101% ნეიტრალური პიროვნება) ტესტი პირდაპიდ ეფლის სტორეში !

    არ უშვებ იმ ფაქტს რომ გამიმართლა და 75% მოხვდი ? ბოლო ბოლო უფასო ბამპერები რაღასთვის დაარიგეს ?

    1. მადლობა გამოხმაურებისათვის!
      მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ AT&T-ის ქსელი გაცილებით უარესად მუშაობს და უარესი დაფარვის ზონა აქვს, ვიდრე ქართულ ქსელებს (მაგთიზე ვიძახი, სხვა ქსელის აბონენტი არ გახლავართ).
      და ისიც ფაქტია, რომ პრეტენზიების ძირითადი ნაწილი აშშ-დან მოდის, ესეც მეორე კენჭი AT&T-ის ბოსტანში.
      მესამეც, რაღაც არ მსმენია არაფერი უკმაყოფილო მომხმარებელთა 25%-ის შესახებ. არის მონაცემი, რომ 1,67%-ია უკმაყოფილო, რომელსაც უბრალოდ წუნდებული აპარატი შეხვდა.
      ჩემთვის ფაქტი ერთი რამ არის — არ ეკარგება სიგნალი, როგორც არ უნდა „ეჩალიჩო“.

      1. irakli Avatar
        irakli

        AT&T-ზე არ ვიცი, შეიძლება მანდაა ჯობისი თავი დამარხული :)

        როგორ არ გსმენია, პირველი შენი პოსტია ფორუმზე რაც ეს დავპოსტე:

        One-fourth of iPhone 4 owners upset with antenna issues

        ven though Apple would argue that only a handful of people ever experienced any problems with the iPhone 4's faulty antenna design, nearly 25% of all iPhone 4 owners are upset.

        Changewave Research just released a new report that the biggest gripe that 24% of users had with the device is its antenna issues, the same amount as were dissatisfied with the 3G network service. 27%, though, were most frustrated by the fact that they have to use AT&T if they want an iPhone.

        Overall, 72% said they were "very satisfied" with their iPhone 4, which is a strong number, but not nearly as impressive as a similar study from the research firm last year that showed 82% of iPhone 3GS owners were very satisfied.

        Still, only around 7% said they were not satisfied overall with their iPhone 4 (compared to 1% with the 3GS).

        Interestingly, though, even though Apple conceded that more calls were officially being droppd on the iPhone 4 than the iPhone 3GS, the survey found more people reporting dropped calls on the latter device.

        Of all the features on the phone, more than 95% of iPhone 4 owners said something other than mobile phone service was what they liked most about the device. Around 50% said the screen's resolution was the nicest feature.

        1. ფაქტია, რომ მაგ 25% რეალურად რომ უკმაყოფილო ყოფილიყო, ახლა ეფლს ძალიან დიდი ხარჯები ექნებოდა „გატენილი“ თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც ხედავ, ამის მსგავსი არაფერი ხდება. არ აბრუნებს ხალხი აპარატებს. ნეტავ რატომ? ;)

          1. მოდი მაშინ ასე გავაკეთოთ. ახლა სამსახურში ვარ და ვერ მოვასწრებ. საღამოს მაგ ყველაფერს გავაკეთებ და შევეცდები ვიდეოც გადავიღო.

          2. sibnele Avatar
            sibnele

            ერთი ცალი მითი ზედმეტია ზემოთ :D

          3. მაგ ერთ ცალს ეშველება :)

  5. sibnele Avatar
    sibnele

    მითი AT&T–ის ცუდი დაფარვის ზონის შესახებ არის მითი, მათ გაცილებით კარგად აქვთ საქმე ვიდრე მაგთი/ჯეოსელს ჩვენთან. ეს იქიდან ჩამობრძანებულმა მეგობარმა მითხრა. ყველგან იჭერსო 3G–სო, თითქმისო, აქ კი ვეძებ რო დაიჭიროსო.

    რაც შეეხება ანტენის პრობლემას. დიმ, აბა იცი როგორ შეამოწმე, 3G ჩაურთ, 3G–ს დაფარვის ზონაში მოხვდი, ისე, რომ 3G დაიწეროს ზემოთ, ასევე, ჩართ ვაიფაი/ბლუთუზი/ჯპს წინააღმდეგ შემთხვევაში, ტესტი ტესტად არ ვარგა :) პრობლემა სწორედ ამ დროს არის შემჩნეული, ასევე ინგლისიდან ჩამოტანილ ეგზემპლიარზე და ასევე ინგლისში ყოფნის დროს :

  6. irakli Avatar
    irakli

    ბამპერების დარიგება სულ არაფერი დაუჯდა ? და საერთოდ რატომ დაარიგეს ?

    სხვა აიფოუნებზე რატომ არ ატყდა ასეთი ისტერია ? მაშინ უფრო "ბომბა" მოვლენა არ იყო აიფოუნი ?

    1. ბამპერი სხვათშორის მეც შევუკვეთე :)))
      მაგრამ არა როგორც სიგნალის დაკარგვისაგან დამცველი, არამედ ტელეფონის უკანა მხარე რომ არ დამეფხაჭნოს მაგიდაზე და სხვა უხეშ ზედაპირებზე ხოხიალით. კი ამბობენ რომ არ იფხაჭნებაო, მაგრამ ეგ ზუსტად რომ მითია! :)))

  7. irakli Avatar
    irakli

    აგერ სიბნელეც ადასტურებს. +1, -1 გაბათილდა მითი :)

    მითი იმჰო ცოტა ხმამაღალი განცხადებაა 1 კონკრეტულ ეგზემპლარის მაგალითზე.

    1. დიდი ბოდიში, მაგრამ 100 ცალ ტელეფონს მე არავინ მათხოვებს ტესტირებისათვის. არც სპეციალიზრიებული რადიომოწყობილობები გამაჩნია სიგნალის ზუსტი აზომვებისათვის. მე სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ. თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ — არა.
      ფაქტია, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ შენაძენით და ყველა ის შიშები და ეჭვები, რომლებიც iPhone 4-ის ყიდვამდე მქონდა, სრულიად გამეფანტა.

      ბოლო-ბოლო, ყველაზე ურწმუნო თომებს შემიძლია შევხვდე და პირადად მივცე საშუალება შეამოწმონ სიგნალის საკითხი.

      1. irakli Avatar
        irakli

        აიფოუნი ყველა არაა, მაგას არ ეკადრება იმფერი რამეები რაც სხვას :)

        1. ნოუ კომენტ :)

  8. irakli Avatar
    irakli

    ისე საინტერესო იქნება თუ 2G, 3G და 2-3 სმარტფოუნს შეყრით ერთად და ვიდეოს გადაუღებთ როგორ იქცევიან.

    1. 2G მაქვს, მეუღლეს ვაჩუქე (სხვათაშორის ეს ახალი მოდელი მან მიყიდა).

      ჰოდა გაგეცინება და ამ ძველ მოდელსაც კარგად რომ მომუჭავ ცუდი სიგნალის არეში, კარგავს ისიც ჯოხებს :)))

      ასე რომ რელაქს რა ხალხო! არაფერი კატასტროფა არ ხდება. ვირივით მუშაობს ახალი მოდელი. არაფერს ვიძახი ახალ პროცესორსზე და გაზრდილ RAM-ზე.

      ამ ყველაფერზე ზღვიდან რომ ჩამოვალ, მერე დავწერ.

      პ.ს. თამაშები, განსაკუთრებით „მძიმე“ სულ ლიწინ-ლიწინით მიაქვს ;)

  9. irakli Avatar
    irakli

    3GS მეუღლეს აქვენ, უნდა გავაწვალო ერთი.

    უბრალოდ ერთად შევყაროთ 5-6 სმარფოუნი იგივე ადგილას, ჩავურთოთ ყველაფერი და დავაფიქსიროთ თქვა.

    1. ჩამოვალ ზღვიდან 16 აგვისტოს და დიდი სიამოვნებით!
      თანაც დიდი ხანია შენი პირადად გაცნობა მსურს. შევიკრიბოთ, ლუდი ჩავუფინოთ და აიფონები ვტანჯოთ :)

  10. irakli Avatar
    irakli

    ლოოოოოოოოოოლ

    მოსულა :)

    1. ნამდვილად, სიგნალის ხარისხს აუმჯობესებსო :)))

  11. Vako Avatar

    Dzalian kai ro ar ikargeba egrec vicodi aravitari problema ro ar eqneboda saqartveloshi magaria seqtembirs bolostvis vapireb yidvas da ravi vnaxot manamde tu daiwia fsebma … Madloba ;)

  12. signalis dakargvis problema namdvilad ar aris miti!
    rodesac laparakob da titi antenaze gichiravs daaxlovebit 1-2 cutshi xdeba signal drop-i rasac chemi piradi gamocdilebidan vambob. tumca minda vtqva rom ATT-i bevr adgilas cudad ichers!
    kide erti, ertidaigive adgilad mqonda iphone 4 da 3GS, xoda signalis xazebi 3GS-s orjel meti qonda vidre iphone 4-s.
    dges vilaparake facetime-it da minda vtqva rom mmmaagrad gaascora

    da bolos IPHONE 4 ROCKS !!!!!!!!!!!!!

  13. bada Avatar

    au shemshurda :))))
    sad iyidee?
    ramdeni dagijda?
    mec minda :(

    1. ინგლისში, 500 გირვანქა :)))

      1. shubencko Avatar
        shubencko

        Apple Retail Store – ში იყიდე თუ რომელიმე ოპერატორისგან? ინგლისში ნაყიდი ყველა მუშაობს ჩვენთან? ყიდვა მინდა და თუ არ დაგეზარება მირჩიე როგორ ვიყიდო.

  14. Giorgi Avatar
    Giorgi

    gamarjobat iphonis chamotana minda amerikidan da mitxres rom gaigeo saqartveloshi tu arsebobso an tu mushaobso iphone4 da vinmem tu icis es micro sim karta tu arsebobs saqartveloshi magtize da tu imushavebs iphone 4 saqartveloshi momweret mechqareba gio_ciko1@mail.ru

  15. rezo Avatar

    da mini kartebi aris ukve magtis aq vici, da ro arc iyos arc egaa problema moachri kartas gverdebze plasmas da chadeb da mushaobs chveulebrivad