სიახლე iPad/iPhone-ის მფლობელებისათვის

გამარჯობა მეგობრებო,

როგორც უკვე შეატყვეთ, ჩემი სამსახურში დაკავებულობის გამო ბლოგისათვის ცოტა დრო მრჩება. მეტიც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე სულ რამოდენიმე ჩანაწერს მოვუყარე თავი. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ჩანაწერიდან ჩვენი (ის ხომ მარტო ჩემი არაა, თქვენიცაა!) ბლოგის მუშაობა აღსდგება და სტატიების გამოსვლის პერიოდულობა მოიმატებს.

მაშასადამე რაზე მინდა ვისაუბრო მე. როგორც სათაურიდან გაიგებდით, თემა ეხება აიპადებსა და აიფონებს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული კუთხით — მათთვის საქართველოში მოქმედმა კომპანიამ „Globalcell“-მა მიკრო-სიმები გამოუშვა მთელი რიგი დამატებითი სერვისებით.

მოდით, ჯერ გავარკვიოთ, თუ ვინ არის კომპანია გლობალსელი და რა შეხება აქვს მას ჩვენს საყვარელი ვაშლოვანის პროდუქციასთან.

კომპანია „გლობალსელი“ არის ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში. „გლობალსელი“ ესტონური მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიაა, შესაბამისად, ის თავის აბონენტებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს პარტნიორი ესტონური კომპანიის დახმარებით, რომელიც მუშაობს  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, როუმინგის პრინციპით და შესაბამისად კომპანიის აბონენტები სარგებლობენ საუკეთესო ევროპული ხარისხით მთელს მსოფლიოში.

ცნობისათვის, ქართულ ბაზარზე „გლობალსელის“ სიმ-ბარათები 2009 წელს შემოვიდა. კარგად მახსოვს, ამ ინფორმაცის მე მაშინ ქართულ ფორუმზე წავაწყდი და ფრიად დავინტერესდი. ცოტა ხანში მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება ერთ-ერთი კომპანიის დავალებით და იაფი ზარები ნამდვილად გამომადგებოდა. მერე სამწუხაროდ მივლინება ჯერ გადაიდო, ხოლო საბოლოოდ სულაც გაუქმდა. ჰოდა რაღაცა პერიოდით ეს თემაც ჩაიძირა ჩემს გონებაში.

აქვე დავესესხები „გლობალსელს“ და გეტყვით, რომ 2010 წლის სექტემბრიდან კომპანიამ „ბანკი ქართუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შექმნა ერთობლივი პროდუქტი და აბონენტებს შესთავაზა „ბანკი ქართუს“ VISA Platinum-ის ექსკლუზიური პაკეტი, რომლის მფლობელსაც სიმ-ბარათი სრულიად უფასოდ გადაეცემა და გამოირჩევა უნიკალური მომსახურებით — სიმ-ბარათის ავტობილინგით, ანუ ბალანსის ავტომატური შევსებით სატელეფონო ანგარიშის ზღვრულ ნიშნულზე მიახლოებისას.

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სერვისი, რომლის მოწოდებაც შეუძლია „გლობალსელს“, არის ის, რომ მისი ბარათებით სარგებლობისას შეგიძლიათ მიიღოთ მობილური ინტერნეტი (GPRS/3G) თითქმის მთელ მსოფლიოში, რაც დამეთანხმებით საქმიანი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია!

კიდევ იმასაც გეტყვით, რომ „გლობალსელის“ ქსელში დღეისათვის 5000-ზე მეტი აბონენტია ჩართული. კი მაგრამ ჩვენ რა, იკითხავს იჭვნეულად მავანი ვაშლოფილი. რა კავშირი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის კორიანტელს ჩვენთან, ღირსი სტეფანეს ადეპტებთან? მოთმინება მეგრობრებო, მოთმინება. საქმე იმაშია, რომ „გლობალსელმა“ მოამზადა და დააპროგრამა მიკრო სიმ-ბარათები ჩვენთვის საყვარელი აიპადისათვის. რათქმაუნდა ამ ბარათის გამოყენება აიფონშიც შეიძლება, მაგრამ მთავარი, ასე ვთქვათ მუღამი ისაა, რომ ამ ბარათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სმს-ის გაგზავნა!

უკვე საინტერესოა? :) რაღათქმაუნდა! მოწყობილობით, რომელიც პრინციპულად არაა განკუთვნილი იმისათვის, რომ განახოციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა საშტატო ფუნქციონალით, ამიერიდან შესაძლებელი ხდება ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან! ოღონდ ეგაა, რომ აიპადი 3G მოდელი უნდა იყოს (სიმ-ბარათის ჩასადები ჭრილით).

ყველა ოპერაცია სრულდება სპეციალური მენიუდან, რომელიც განთავსებულია Setting-ების მენიუში. როგორც კი ჩადებთ ბარათს აიპადში, ეს მენიუ დაემატება მყისეურად და შესაძლებლობა გეძლევათ ჩაატაროთ ოპერაციები!

მე ავიღე ერთი ბარათი. ახლა ვტესტავ. სამწუხაროდ აიპადის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ამ სერვისის სრულყოფილ ტესტირებას, იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა ხანში ეს დასანანი ხარვეზიც (ჩემი უაიპადობა :-]) გამოსწორდება. მაშინ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებასაც შევძლებ.

ახლა ვის შეილება დასჭირდეს ეს სერვისი, იკითხავს კვლავ მავანი? ძალიანაც ბევრ ადამიანს, ვუპასუხებ მე. ჩემთვის ყურმოკრული ინფორმაცია არაა ნამდვილად, თუ დაახლოებით რამდენი ათასი აიპადია რეალიზებული საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ მის ფასს, ლოგიკურია, რომ ძირითადად შეძლებულ ადამიანებს აქვთ ეს მოწყობილობა. ხოლო სადაც შეძლებაა (ღმერთმა ყველას მოგცეთ), იქ საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობაც სადღაც ახლო დააბიჯებს. ჰოდა წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ სადმე შუაგულ ევროპაში იმყოფებით, თან გაქვთ თქვენი საყვარელი აიპადი და მასში მოთავსებული „გლობალსელის“ მიკრო სიმ-ბარათი. ერთ მოწყობილობაში ექცევა მულტიმედია ტაბლეტი და ტელეფონი ყველაფერი ერთად, ზედმეტი მავთულებისა და წვალების გარეშე! განა ეს კარგი არ არის?

მე მგონი, რომ კარგია!


Comments

5 responses to “სიახლე iPad/iPhone-ის მფლობელებისათვის”

  1. ალკოჰოლიკი Avatar
    ალკოჰოლიკი

    1)რა მაინტერესებს ჩვეულებრივ აიპედს 3G`- ს ვერსია არა ჩვეულებრივი ვაირელეს ვერსიანს სიმი ედება ?
    2} ახალი აიპედი ხო არ გამოდის ?
    3} აიპედზე ფლეში რო უნდა გაექტიურებინათ რამოხდა ? ფეისბუკზე შეილძება აპლიკაციებისა და თამაშების ჩართვა აიპედიდან ?

    1. დელფი Avatar
      დელფი

      გაუმარჯოს!

      1. არა, მხოლოდ 3G ვერსიისთვისაა ეს.
      2. თებერვალში ვვარაუდობთ!
      3. ფლეში არ არის, ფეისბუკზე მე მაგალითად Mafia Wars ვითამაშე უპრობლემოდ, სხვები არ მიცდია.

  2. ალკოჰოლიკი Avatar
    ალკოჰოლიკი

    კარგი იქნება ფეისბუკის მოხმარება სრულყოფილად რო შეიძლებოდეს…
    2) ვაირელეს ვერსიაზე რამე არ არსებობს სადაც წავალ ყველან რო მქონდეს ინტერნეტი ? არ არის რაიმე პატარა როუთერი ან რაღაც მაგდაგვარი? :)

  3. George Avatar
    George

    დაახლოებით ორი წლის წინ, გლობალსელის სამი ბარათიდან არც ერთმა არ იმუშავა ჩემი და ჩემი მეუღლის აიფონებზე

    1. დელფი Avatar
      დელფი

      შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ახლა გადასარევად მუშაობს. მე თვითონ შევამოწმე და გულდასმით დავტესტე.